გიორგი გველესიანს შეახსენეს, რომ "ტორპედოში" დინამოელის გადასვლა არ შეიძლება

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" მოლაპარაკება გიორგი გველესიანთან წამოიწყო. თბილისის "დინამოდან" წასული 25 წლის ცენტრალური მცველი თავისუფალი აგენტია, მაგრამ, როგორც თავად თქვა, უცხოეთიდან აქვს შეთავაზებები და ჯერ ამ წინადადებებს განიხილავს.

საინტერესო ამბავია: გველესიანს "დინამოს" ფანკლუბი "გლადიატორი" მადლიერებით დაემშვიდობა და შეახსენა, რომ... ქუთაისის "ტორპედოში" დინამოელის გადასვლა არ შეიძლება:

"დინამო" დატოვა ადამიანმა, რომელიც ყოველთვის მიგვაჩნდა ამ თაობის და საერთოდ, გუნდის გამორჩეულ მოთამაშედ. არასოდეს ეშლებოდა ურთიერთობა ტრიბუნასთან, ყოველთვის ახლოს იყო ფანებთან, უყვარდა (დარწმუნებულები ვართ, ვინც დარჩა, ბევრ მათგანზე მეტად ისევ ეყვარება) გუნდი და ის ფერები, რომლისთვისაც
წლების განმავლობაში თამაშობდა.

მადლობა ყველაფრისთვის, "ტორპედოსთან" გატანილი გოლისთვის, იმ ტიტულებისთვის, რომელთა აღებაშიც "დინამოს" დაეხმარე. წარმატებები! ჩვენთვის ყოველთვის დინამოელი იქნები. "ტორპედოში" რომ არ უნდა წახვიდე, ამაზე აღარ გეტყვით, ეს ჩვენზე უკეთესად იცი".

რაკი ქუთაისის "ტორპედო" ვახსენეთ, ბარემ აქვე გეტყვით, რომ ოფიციალური ინფორმაციით, გუნდში კიდევ წელიწადნახევრით დარჩებიან თორნიკე კაპანაძე და ბაქარ მირცხულავა. "ტორპედოში" ახლა წამსვლელ-დამრჩენთა ვინაობა ირკვევა და მალე ახალწვეულებზეც გვეცოდინება.

რაც შეეხება იმავე კაპანაძეს, მისი გადაბირება ბათუმის "დინამოს" სურდა და კარგი პირობებიც შესთავაზა, მაგრამ 24 წლის შემტევმა, საბოლოოდ, მშობლიური ქალაქის გუნდში დარჩენა ამჯობინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
მადლობა გლადიატორებს.
ამდენს ხანს არ ვიჯერებდი, ყოველთვის დინამოს ფანები როგორ არიან დამნაშავე თქო. მაგრამ როგორც იქნა გამარკვიეთ, ახლა გასაგებია რა ადამიანებიც ყოფილხართ.
ადამიანებო ბოდიშს გიხდით ამათ მიმართაც სიტყვა ადამიანი რომ ვიხმარე.
გამოხტება ახლა რომელიმე მათგანი დაიწყებს ეს ჩვენ არ ვყოფილვართ, ვემიჯნებით და ა.შ.
ან დინამოს თავი დაანებეთ და ხალხს ნუ აძულებთ.
ან ჯერ გაიგეთ რას ნიშნავს სიტყვა გულშემატკივარი და სტადიონზე მერე წადით.
ოთარი
11:37 04-06-2016
0
მე დინამოს გულშემატკივარი ვარ, ( თუმცა კაი არაფერი მახსენდება, იმიტომ რომ 30 წლის ვარ)..../ ეს სეპარატისტები უნდა მოშორდნენ ყველა მხრიდან!! რას ქვია ტორპეტოში არ გადავიდეს?! საცემები ხართ მაგის გამო! სულ არ ვარ ნაყოფი ქუთაისში სამწუხაროდ, მაგრამ არცერთ ქუთაისზე ნაკლებად გამიხარდება ტორპედოს წარმატება, პირიქით , იქნებ ჩაიბაროს გუნდი ვინმე ძლიერმა და საქმის გამკეთებელმა კაცმა... ყველა ერთი ვართ!!! ვისაც ყოფს ქვეყანას შუაზე ის მტერია ჩვენი!! გაუმარჯოს თბილისს და სხვა ყველა ქალაქს...!
Vaso
12:53 04-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული