ქუთაისის "ტორპედოს" კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნის და უცხოელები გააძლიერებენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნის. 54 წლის სპეციალისტმა უკრაინელი ალექსანდრ შტელინი შეცვალა, რომელმაც ლიეჟის (ბელგია) "სტანდარდის" დუბლშემადგენლობა ჩაიბარა.

ამპლუით ნახევარმცველ ჟორჟიკაშვილს უთამაშია თბილისის "ლოკომოტივში", ფოთის "კოლხეთში", რუსთავის "მეტალურგში", თბილისის "მრეტებში", თსუ-"შევარდენში"; იყო ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი.

მწვრთნელობა დაბალი ლიგის კლუბ "მუხრანში" დაიწყო და შემდეგ ცნობილი კლუბები ჩაიბარა - "ლოკომოტივი", "ზესტაფონი", ცხინვალის "სპარტაკი", რუსთავის "მეტალურგი" (რომელიც 2012 წელს ვიცე-ჩემპიონი გახდა), ბათუმის "დინამო", ბოლოს კი ხონის "იმერეთის" მწვრთნელ-კონსულტანტი გახლდათ.

2002 წელს, ჟორჟიკაშვილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. 2006 წელს კი, იმავე
ასაკის ნაკრებით, იტალიაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოქრო მოიპოვა. 2006 წლიდან ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების სისტემის ტექნიკა-ტაქტიკის მიმართულების ინსტრუქტორია...

ამასობაში, "ტორპედოში" რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ირაკლი კლიმიაშვილისა და ლაშა შინდაგორიძის გარდა, ქუთაისური კლუბი გუნდის კაპიტანმა გიორგი კუხიანიძემაც დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და მომავალ ჩემპიონატში სხვა გუნდისათვის გაირჯება.

"გვინდა განვმარტოთ, რომ "ტორპედომ" გიორგი კუხიანიძეს პრივილეგიური პირობები, კერძოდ, ყველაზე მაღალი ანაზღაურება შესთავაზა და მისგან თანხმობის მოლოდინში იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ფეხბურთელმა შეგვატყობინა, რომ "ტორპედოს" ტოვებს, რადგან შრომითი ხელშეკრულება თბილისურ კლუბ "ლოკომოტივთან" გააფორმა", - წერს "ტორპედოს" პრესსამსახური.

კუხიანიძეს "ლოკომოტივში" კარიერას კლიმიაშვილთან ერთად გააგრძელებს. ეს ცნობა ამ კლუბის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა დაგვიდასტურა.

სამაგიეროდ, ქუთაისელებმა მოახერხეს გიორგი ქიმაძის, ვაჟა ტაბატაძის, გია ნერგაძის, ბაქარ მირცხულავასა და თორნიკე კაპანაძის შენარჩუნება. მათ "ტორპედოსთან" კონტრაქტები წელიწადნახევრით გაახანგრძლივეს.

კლუბში აცხადებენ, რომ სასელექციო მუშაობა გრძელდება და მალე ახალი კონტრაქტებიც იქნება. ამას გარდა, გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით, მათ შორის, უცხოელებითაც გაძლიერდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კობა ღირსეული ადამიანია,ნემდვილად ეტყობა გუნდს რომ სწორად მოქმედებენ,ჯერ ერთი>დარასელიას 14 ადგილზე მყოფი გუნდი,კრიზისიდან შტელინმა ამოატრია და თან ძალიან მაგარი ფეხბურთი აჩვენეს და სამწუხაროა რომ როგორც ინტერვიუდან გავიგე,ორი თვით მოსულმა პრეზიდენტმა,რომელმაც გუნდი არია საოცაი გადაწყბვტილებებით ირანელებს ვგულისხმობ,შემდეგ შტელინი საქმეს ჩამოაცილა.ახლა კი მისი წასვლის შემდეგ კიდე სწორი გადაწყვეტილებაა კობას,გამოცდილი კაცის მოყვანა,ასე ნაბიჯ ნაბიჯ აშენდება გუნდი..
simartle
23:12 06-06-2016
0
ნეტა მოდის სპონსორი ტუ ეგეცც მორიგი ტყუილია
giga
14:46 06-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული