ლევან ხომერიკი ბათუმის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის, მალხაზ მახარაძის თქმით, გუნდში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა. დავიწყოთ იმით, რომ ლევან ხომერიკი დროებითი მწვრთნელი აღარ არის - მან კლუბთან კონტრაქტი უკვე სრულფასოვანი მთავარი მწვრთნელის სტატუსით გააფორმა.

გუნდიდან წასულები კი საკმაოდ არიან: მეკარე მიხეილ ალავიძე, მცველი მარკო მიხაილოვიჩი, ნახევარმცველი ირაკლი ჩირიკაშვილი, თავდამსხმელები - ნიკოლა კომაზეცი, გიორგი ბერიაშვილი და გიორგი გაბედავა. საინტერესოა, რომ დასრულებულ სეზონში ბერიაშვილმა გუნდში ყველაზე მეტი, 10 გოლი გაიტანა. არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ალავიძე და ბერიაშვილი პირველი ლიგის ბინადარ "რუსთავში" გადავიდნენ.

სამაგიეროდ, სიახლე ის არის,
რომ დინამოელი გახდა ქობულეთის "შუქურას" ცენტრალური ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი. 25 წლის ფეხბურთელმა კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ თარხნიშვილი იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, უთამაშია ბოლნისის "სიონში", "ცხინვალში", ქუთაისის "ტორპედოში", ლატვიურ "ვენტსპილსში", დასრულებულ სეზონში კი "შუქურას" ერთ-ერთი ლიდერი იყო.

კიდევ ერთი საინტერესო სიახლე: შესაძლოა, ბათუმელთა რიგებში ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, გამოცდილი დავით კვირკველია ვიხილოთ, მაგრამ მახარაძემ ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

საინტერესოა, რომ ანგისაში ბათუმის  "დინამოს" ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს. კლუბში იმედოვნებენ, რომ მალე ცენტრალური სტადიონის მშენებლობაც დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგით რა კვირკველია რის კვირკველია ბაბუაა ეგ კაცი და გაუშვით შვილიშვილებს მიხედოს, ახალგაზრდები ათამაშეთ ვისაც მოძრაობა შეუძლია სტადიონზე
pensionerebis gareshe
12:18 06-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული