პაპუნაშვილს ტერფის ტრავმა აწუხებს და "დინამოს" სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის საქართველოს ჩემპიონს ევროარენაზე, პირველსავე მატჩში დაეხმაროს. ეს შევსება უდავოდ გაზრდის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" შანსებს.
"გერმანიაში გატარებული პერიოდი ჩემთვის წარმატებული არ გამოდგა, მაგრამ საკმაო გამოცდილება მივიღე. თვალნათლივ დავინახე, თუ რა დამაკლდა გუნდში თავის დასამკვიდრებლად. ზუსტად ვიცი, რა მოთხოვნები უნ
"გიორგი საოცრად მოტივირებულია. მე მჯერა, მისი ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი აუცილებლად გააძლიერებს "დინამოს". ის მხოლოდ 20 წლის არის და თუ ასეთი შემართებით გააგრძელებს, უთუოდ ითამაშებს ევროპული დონის ფეხბურთს. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი მისი დროული მკურნალობა და მინდორზე დაბრუნებაა", - ამბობს კლუბის ტექნიკური დირექტორი ლევან ზუხბაია.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით