თბილისის "დინამოს" გიორგი პაპუნაშვილი დაუბრუნდა

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც იჯარით ბრემენში იმყოფებოდა და "ვერდერი 2"-ის რიგებში ასპარეზობდა, მშობლიურ კლუბ თბილისის "დინამოს" უბრუნდება.

პაპუნაშვილს ტერფის ტრავმა აწუხებს და "დინამოს" სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ის საქართველოს ჩემპიონს ევროარენაზე, პირველსავე მატჩში დაეხმაროს. ეს შევსება უდავოდ გაზრდის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოს" შანსებს.

"გერმანიაში გატარებული პერიოდი ჩემთვის წარმატებული არ გამოდგა, მაგრამ საკმაო გამოცდილება მივიღე. თვალნათლივ დავინახე, თუ რა დამაკლდა გუნდში თავის დასამკვიდრებლად. ზუსტად ვიცი, რა მოთხოვნები უნ
და დავაკმაყოფილოთ ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის წამყვან კლუბებში მოსახვედრად. თვითკრიტიკული ვარ და ამიერიდან გაათმაგებული ენერგიით და მონდომებით ვივარჯიშებ. ვთვლი, რომ კარიერის საუკეთესო პერიოდი წინ მაქვს და ამის დამტკიცებას "დინამოს" უახლოესი მატჩებიდან ვაპირებ", - განაცხადა პაპუნაშვილმა.

"გიორგი საოცრად მოტივირებულია. მე მჯერა, მისი ნიჭისა და შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი აუცილებლად გააძლიერებს "დინამოს". ის მხოლოდ 20 წლის არის და თუ ასეთი შემართებით გააგრძელებს, უთუოდ ითამაშებს ევროპული დონის ფეხბურთს. ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი მისი დროული მკურნალობა და მინდორზე დაბრუნებაა", - ამბობს კლუბის ტექნიკური დირექტორი ლევან ზუხბაია.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ მაგრად გამიტდა აქ რო დაგაბრუნეს :D:D:D:D მაგარი ნიჭიერი ხარ, მაგრამ ზარმაცი :D
0
მე რაც მახსოვს პირველი ქართველი ფეხბურთელია დიდი ხნის მანძილზე რომელიც წარუმატებლობაში თავის თავს ადანაშაულებს და არა სხვა გარემო ფაქტორებს ... კაია თვითკრიტიკა და წარმატებები გიორგის
გიორგი
13:55 07-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული