გიორგი ლომაია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
დადასტურდა ცოტა ხნის წინ "ლელოს" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაქოს "ინტერის" 36 წლის კარის დარაჯი გიორგი ლომაია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებდა.

თავის დროზე ლომაიამ დიდი ფეხბურთის გზა სწორედ "დინამოში" დაიწყო. შემდეგ მან არაერთი გუნდი გამოიცვალა - "მერანი", "ლოკომოტივი", მოსკოვის "სპარტაკი", "ხიმკი", "ლუჩ ენერგია", "კარლ ცაისი", "კარპატი", რუსთავის "ოლიმპი", ბაქოს "ინტერი"... "დინამოში" კი ბოლოს 1999 წელს ირიცხებოდა.

ლომაიას დამატებით "დინამომ" მართებული ნაბიჯი გადადგა. სათამაშო ფაქტორების გარდა, ეს ნაბიჯი სხვა მხრივაც არის მნიშვნელოვანი. ის აუცილებლად გაუზიარებს თავის დიდ გამოცდილებას
ახალგაზრდა პარტნიორებს...

მოგეხსენებათ, "დინამო" დატოვეს მეკარეებმა - ლიბორ ჰრდლიჩკამ და გიორგი ბეგაშვილმა. უახლოეს დღეებში თბილისში უცხოელ მეკარეს ელოდებიან. ერთ-ერთი ვარიანტი ესპანური "გრანადას" ხორვატი კიპერის, ივან კელავას ქართულ გუნდში გადმოსვლაა, რაზეც "ლელო" ასევე წერდა.

რაც შეეხება "ინტერის" მეორე ქართველს, 34 წლის ზურაბ ხიზანიშვილს, მას კლუბმა ახალი კონტრაქტი გაუგზავნა. როგორც ხიზანიშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს უთხრა, ის ჯერაც ფიქრობს და რამდენიმე დღეში მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

"ინტერის" მესამე ქართველი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კი ახლოსაა "გაბალაში" გადასვლასთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედი ძირითად მეკარედ არ უნდათ
Akaki
16:40 13-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული