დავით მუჯირი: ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველის

AutoSharing Option
10 ივნისს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაამტკიცა. აღმასკომმა მომავალი (გარდამავალი) ჩემპიონატის ფორმატსა და დებულებაზე იმსჯელა, რაც დიდ ინტერესს იწვევდა. დამტკიცდა - საქართველოს 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება. ჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა დღეს, 13 ივნისს, 14 საათზე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" გაიმართება

გარდამავალი ჩემპიონატი: ფორმატი, იაშვილი, ლიმიტები და ხარისხიანი ლეგიონერები...

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

"აღმასკომს პროექტი კლუბების მოსაზრებების გათვალისწინებით წარვუდგინეთ და გადაწყვეტილებაც მივიღეთ. უმაღლეს ლიგაში თამაშები 7
აგვისტოს დაიწყება და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. იმედია, ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველის.

უმაღლეს ლიგაში გადმოსული 2 კლუბი ულიცენზიოდ დარჩა და დებულებაში ცვლილებები აქედან გამომდინარე შევიდა. მოგეხსენებათ, გარდამავალი ჩემპიონატია და კენტი რაოდენობის გუნდების პრობლემა უეფას თასზეც არსებობდა, სადაც ჯგუფებში 5 იყო. ასე რომ, ვერ ვიტყვი, თითქოს ეს უსამართლო ფორმატია. გუნდები ჯგუფებში დასრულებულ სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით მოხვდებიან.

წილისყრისას კლუბები თავად აირჩევენ ჯგუფსა და კალენდარში საკუთარ ნომერს", - ამბობს მუჯირი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზესტაფონს რატომ არავინ ახსენებს?
0
გამოდით და თქვით, რას უშვებით ზესტაფონს? გეყოფათ სირ აქლემას პოზაში ყოფნა
zestafoni
18:00 13-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული