თბილისის "დინამომ" ავსტრიულ შეკრებაზე ოთხი ამხანაგური მატჩი დაგეგმა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" სლოვაკი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის ხელმძღვანელობით, ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდთან ერთად ივარჯიშეს ახალწვეულებმა - გიორგი ლომაიამ, თორნიკე კირკიტაძემ და იჯარიდან დაბრუნებულმა დავით ვოლკოვმა. მიკროტრავმა აწუხებს გიორგი პაპუნაშვილს და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

გუშინდელ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღიათ "დინამოდან" ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს, რომელთაც ცოტათი გაუხანგრძლივდათ შვებულება. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ისინი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.

20 ივნისს "დინამო" შეკრებაზე გაემგზავრება ავსტრიულ ზანკტ-იოჰანში, სადაც ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 23 ივნისს "ლეგიასთან" (პოლონეთი), 26-ში "ლუდოგორეცთან" (ბულგარეთი), 29-ში ჰაიფას "მაკაბისთან", ხოლო 4 ივლისს
კიევის "დინამოსთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ, გარგია ასეთი დონის გუნდებთან თამაში, დინამოს რეალური ძალა გამოჩნდება
Akaki
14:42 14-06-2016
0
შესანიშნავი არჩევანია. წარმატება "დინამო" თბილისს!
სირბილის სწავლების ცენტრი
14:06 14-06-2016
0

სიახლეები პოპულარული