ბევრი კითხვა და არცერთი პასუხი - ფედერაციაც დუმს და "ზესტაფონიც"

AutoSharing Option
დღეს "ზესტაფონი" იუბილარია. ახლა საქართველოს ორგზის ჩემპიონი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. "ზესტაფონი" ქვეყნის არცერთ ლიგაში არ არის დარეგისტრირებული...

რაც მთავარია, არავინ არაფერს ამბობს. ფეხბურთის ფედერაცია ჩუმადაა - ის "ზესტაფონის" ხელმძღვანელობის რეაქციას ელის.

ცოტა ხნის წინ "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ ჩვენს გაზეთთან საუბარში თქვა, რომ თუ ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მოახდენდა წინამორბედთა მიერ "ზესტაფონის" მიმართ გამოტანილი ვერდიქტის სამართლიან შეფასებას, მაშინ ის, როგორც კლუბის მფლობელი, გააგრძელებდა მის
დაფინანსებას.

მზად ვარ, "ზესტაფონი" დავაფინანსო, თუ... ილია კოკაია დუმილს არღვევს

საქმე ამის იქით აღარ წასულა. ფედერაციაც დუმს და "ზესტაფონიც".

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენი, ჟურნალისტების მოვალეობაა ხალხის გვერდით დგომა და ამჯერადაც ასე უნდა მოვიქცეთ.

ფაქტია, რომ კლუბთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს და ამ კითხვებზე პასუხს გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. საერთოდ, იქნება თუ არა "ზესტაფონი"? თუ იქნება, რომელ ლიგაში ითამაშებს? რა ამბიცია ექნება? ხალხი ამ კითხვებზე პასუხს მოუთმენლად ელის და დადგა დრო, კლუბის ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა კითხვებს პასუხი გასცეს.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ ზესტაფონში ფეხბურთს სხვა გუნდები აცოცხლებენ. კარგია, რომ ევროთასების მატჩებს ამ ქალაქში ჩაატარებენ "ჩიხურა" და "სამტრედია". კარგია ისიც, რომ ზესტაფონელთა თბილისურ ბაზას კლიენტები არ აკლია, მაგრამ კლუბი მხოლოდ სტადიონისა და ბაზების გაქირავებით ვერ იარსებებს. უნდა იყოს გუნდი, რომელიც ამა თუ იმ ლიგაში დაიცავს საკუთარი ქალაქის ღირსებას. სხვანაირად ეს უკვე საფეხბურთო კლუბი აღარ არის...

ეს ყველაზე კარგად "ზესტაფონის" ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს. ამ ხალხთან, ამ გულშემატკივართან ერთად მათ არაერთხელ იგემეს გამარჯვებების სიხარული. ეს ერთი მხარეა და მეორეა ის, რომ ფეხბურთის ფედერაციასაც მოუწევს საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირება.

ვიცით, ამასწინათ სფფ-ისა და "ზესტაფონის" ხელმძღვანელებმა ისაუბრეს, მაგრამ არ ვიცით, კონკრეტულად - რა თემაზე. ხალხი ღირსია, იცოდეს სიმართლე. ხალხს უნდა ფეხბურთი და ზესტაფონის ძალიან ერთფეროვან ყოველდღიურობას ის ძალიან სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ზესტას/ კველაპერი რო იცი იმას რატო არ ამბობ რო ეგ მეორე და პირველი ადგილები ერტმა კაცისგუნდმა რო მოგაპოვებინატ?და ეგ კაცი კველანაირად დაწაგრეტ?არ დაგავიცკდეტ და ეგ ორიატასიანები კოკაიას დროს იზრდებოდნენ/ კაცი რომ იტკვიან ტრაპზე დატოვა ერტმა ვიგინდარამ და ხმას რატო არ იგებ ტუ ასეტი სამარტლიანი და ზესტაპონის პეხბურტის მოკვარული ხარ? მოვა დრო და ზესტაპონის პირველების ტამადობიტ კველა აგებტ პასუხს მხედველობაწი მკავს გამგებელ საკრებულოს ტავჯდომარე და სპორტის სამსახური/ვიგაც მდინარაზის გადასაცკვეტი როა რაიონის საკმე მიტო კარგადაა ტკვენი საკმე/ მუკაკო არ დაგავიცკდეტ კალაკის მბზანებლებოოო ეგ ალბად ბოლო კოზირია ტკვენი/
imereli
10:48 19-06-2016
0
სამწუხაროა, მაგრამ კოკაიამ რამდენიც გააკეთა ზესტაფონისთვის და ქართული ფეხბურთისთვის, თავისი ულტიმატუმებით ყველაფერს ხაზს უსვავს. მუდმივად ულტიმატუმები დასდევდა მის საქმიანობას. ეხლაც იგივეს აკეთებს - "თუ ....., შემდეგ დავაფინანსებ"-ო. და აღარ აქვს მნიშვნელობა, ეს თუ სიმართლეს იტევს თუ არა, ულტიმატუმებით საუბარი ჩემის აზრით მიუღებელია. ამას უბრალოდ შანტაჟი ქვია. აგერ ბატონო მაგალითი - ვიტ ჯორჯიამ მოიპოვა უმაღლესის საგზური, ჩამოართვეს და გასაჩივრებებით სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მიუხედავად ამისა, არ დაუწყია სპეკულირება, გუნდს ვარჩენო. სხვათა შორის, საქ-ოს ჩემპიონი და თასის მფლობელი ვიტ ჯორჯიაც იყო...
კიდევ ერთხელ - არაფერი მაქვს ზესტაფონის საწინააღმდეგო, მაგრამ დღეს უმაღლესში ადგილის მოთხოვნა არის აბსურდი, ქვედა ლიგებიდან არის დასაწყები ყველაფერი. ისიც შანტაჟის და ულტიმატუმების გარეშე.
kote
04:10 19-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული