საჩხერის "ჩიხურა" ავსტრიულ შეკრებაზე უნგრელებს და რუმინელებს ვერ გაუმკლავდა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" ავსტრიაშია და მზადებას აგრძელებს. სოსო ფრუიძის გაწვრთნილებმა მეორე საკონტროლო მატჩი უნგრულ მტკ-სთან გამართეს და 1:3 დამარცხდნენ.

36-ე წუთზე ანგარიში 19 წლის ნახევარმცველმა იშტვან ჟატმარმა გახსნა და მალე დუბლიც გაიფორმა. ტაიმის მიწურულს, დიმიტრი ტატანაშვილმა უნგრელთა უპირატესობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მაგრამ მატჩის მიწურულს ბოსნიელმა მცველმა მატო გრგიჩმა ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩიხურა: ჰამზიჩი (სეფიაშვილი) - გრიგალაშვილი (კორიფაძე), შ. კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე - დობროვოლსკი (რეხვიაშვილი), განუგრავა - ლექვთაძე (სარდალიშვილი), ივანიშვილი (დეკანოიძე), ს. ლობჟანიძე (გაბედავა) - ტატანაშვილი (მუმლაძე).

ესით, უნგრელებთან ეს მატჩი 15 ივნისს უნდა გამართულიყო, 18 ივნისს კი, ევროპალიგაზე გასული ქართული გუნდი მაკედონიის "ვარდარის" ნაცვლად, რუმინეთის ჩემპიონ ჯურჯუს "ასტრას" უნგრეთში, ბაკოვცის ულამაზესი სპორტული კომპლექსის სტადიონზე დაუპირისპირდა. "ჩიხურა" ამჯერადაც დამარცხდა - 0:1.

ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს რუმინეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა სილვიუ ბელაურიმ გაიტანა. სხვათა შორის, ამ 20 წლის ნახევარმცველმა 2014 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, 19-წლამდელთა ევროშესარჩევში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. იმ დღეს გიორგი დევდარიანის გუნდმა 3:1 მოიგო...

ჩიხურა: ჰამზიჩი (სეფიაშვილი) - გრიგალაშვილი (დეკანოიძე), შ. კაშია, კაკუბავა, ჩიკვაიძე - დობროვოლსკი (რეხვიაშვილი), განუგრავა - ს. ლობჟანიძე (ლექვთაძე), ივანიშვილი (სარდალიშვილი), კორიფაძე (გაბედავა) - ტატანაშვილი, (მუმლაძე).

"მართალია, რუმინულ კლუბთან დავმარცხდით, მაგრამ რეალურად ისეთი ბრძოლა გავუმართეთ, წასაგები ნამდვილად არ გვქონდა. რაც შეეხება საკადრო ამბებს, სიახლე არაფერია. იმ შემადგენლობით ვვარჯიშობთ, რომლითაც ავსტრიაში გავემგზავრეთ", - ამბობს ფრუიძე.

მისივე თქმით, საჩხერელები ბოლო საკონტროლო მატჩს 21 ივნისს გამართავენ - "ჩიხურას" მეტოქე სლოვენიის ვიცე-ჩემპიონი "მარიბორი" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაიმატეთ რამოდენილე ლეგიონერი, აუცილებელია...
0

სიახლეები პოპულარული