თბილისის "დინამომ" ავსტრიული შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა და თასის მფლობელმა თბილისის "დინამომ", რომელიც წელს ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს, ავსტრიული შეკრება დაიწყო.

იურაი იარაბეკის 22-კაციანი გუნდი ავსტრიულ დაბა-სენტ იოჰანში 20 ივნისს ჩავიდა.

ავსტრიულ შეკრებაზე დინამოელები 4 ამხანაგურ მატჩს გამართავენ. საქართველოს ჩემპიონის მეტოქეები 23 ივნისს ვარშავის "ლეგია", 26- ში – რაზგრადის "ლუდოგორეცი", 29-ში - "მაქაბი ჰაიფა" და 4 ივლისს - კიევის "დინამო" იქნებიან.

იურაი იარაბეკის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან: გიორგი ლომაია, ანტონი სკრიბე, გიორგი თევზაძე, ზაზა ჭელიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, თორნიკე კირკიტაძე, მატია შპიჩიჩი, რენე ფერეირა,
უჩა ლობჟანიძე, მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, სტეფან ველევი, მათიას კურიე, ვახო ჭანტურიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, მიკელ ალვარო, ბექა მიქელთაძე, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი, დავით ვოლკოვი, ნიკოლოზ გელაშვილი და გიორგი ქვილითაია.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული