დღეს, 23 ივნისს, საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ავსტრიულ შეკრებაზე პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს.
"დინამოს" მეტოქე პოლონეთის ჩემპიონი, ვარშავის "ლეგია" იქნება. შეხვედრა ჩვენი დროით 19:30 საათზე დაიწყება.
იურაი იარაბეკის 22-კაციანი გუნდი ავსტრიულ დაბა-სენტ იოჰანში 20 ივნისს ჩავიდა.
ავსტრიულ შეკრებაზე დინამოელები 4 ამხანაგურ მატჩს გამართავენ: 26-ში - რაზგრადის "ლუდოგორეცი", 29-ში - "მაქაბი ჰაიფა" და 4 ივლისს - კიევის "დინამო".
იურაი იარაბეკის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან: გიორგი ლომაია, ანტონი სკრიბე, გიორგი თევზაძე, ზაზა ჭელიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, თორნიკე კირკიტაძე, მატია შპიჩიჩი, რენე ფერეირა,
შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" წელს ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
- თბილისის "დინამოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ცნობილია
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით