"კენჭისყრა მხოლოდ დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ, რადგან პირველად აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში, ოთხივე გუნდს აქვს შანსი, შემდეგ ეტაპზე გავიდეს.
"გაბალაში" ბევრი ცვლილება მოხდა და რთულია იმაზე საუბარი, როგორი გუნდი იქნება, თუმცა საქართველოში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩებში "სიონთან" (4:0) და "დილასთან" (2:0) რომან გრიგორჩუკის შეგირდები კარგად გამოიყურებოდნენ. ვნახოთ, რას გვიჩვენებს "სამტრედიასთან" მატჩი.
წინა წელს "გაბალამ" თბილისის "დინამოსთან" დაპირისპირებით დაიწყო, გასცდა და შემდეგ ყველაფერი კარგად წაუვიდა. ვიმედოვნებ, "სამტრედიასთანაც" ასე იქნება", – განაცხადა ყოფილმა ნახევარმცველმა.