ბრაზილიელები, ესპანელი, უკრაინელი... "სიონში" სენეგალელს სინჯავენ და უცხოელებს კიდევ ელიან

AutoSharing Option
"სიონმა" ფრედ (1:1) დაასრულა აზერბაიჯანულ "გაბალასთან" საკონტროლო მატჩი. ამ შეხვედრაში ბოლნისელთა შორის ითამაშა საყრდენმა ნახევარმცველმა სიდიმ. ის ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ერთ-ერთ აზერბაიჯანელ ფეხბურთელთან შეჯახებისას დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

"სიონმა" რამდენიმე კარგი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა, ახლა კი კარგ ლეგიონერებზე აპირებს დაკვირვებას. ცხადია, გარდამავალ ჩემპიონატში ბოლნისელებს ერთობ ანგარიშგასაწევი გუნდი ეყოლებათ.

ვინ არის ფეხბურთელი, რომელსაც "სიონი" აკვირდება? ამ კითხვით მივმართეთ ბოლნისელთა დირექტორ ლადო ბურდულს, რომელმაც არაერთი საინტერესო სიახლე გაგვიმხილა.

"სიდი სენეგალელი საყრდენი ნახევარმცველია. მისი კანდიდატუ
რა ერთ-ერთმა ქართველმა მენეჯერმა შემოგვთავაზა და ჩვენც გავსინჯეთ. რა თქმა უნდა, მის შესახებ უფრო კომპეტენტური აზრი გუნდის მთავარ მწვრთნელ არმაზ ჯელაძეს ექნება. მე კი, როგორც "გაბალასთან" მატჩის ერთი უბრალო მაყურებელი, გეტყვით, რომ ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ამ ფეხბურთელზე დაკვირვება გრძელდება. ერთი თამაშით დასკვნების გამოტანა რთულია. თან, გვარიანად მოხვდა "გაბალასთან" მატჩში და დაშავდა... მოკლედ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - გვითხრა ბურდულმა.

ბოლნისელები კიდევ აპირებენ ლეგიონერების დამატებას და ცხადია, ბურდულს ამის თაობაზეც ვკითხეთ.

"დიახ, ჩვენ ველოდებით ლეგიონერებს. უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვიდეს ბრაზილიელი ნახევარმცველი. შევხედავთ, დავაკვირდებით და დასკვნებსაც გავაკეთებთ. ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელი...

გაძლიერება გვჭირდება თავდასხმის ხაზშიც. ჩამოვლენ ბრაზილიელი და ესპანელი თავდამსხმელები. ჩვენი ინფორმაციით, ერთი - ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში თამაშობდა, მეორე კი - ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში...

კარიერის მიუხედავად, ფეხბურთელს ვერ ავიყვანთ გუნდში, თუ არ დავრწმუნდით მის რეალურ შესაძლებლობებში...

ასევე, ველოდებით მეკარეს უკრაინიდან. ის იქაური უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ გუნდში თამაშობდა. სანამ არ ჩამოვა საქართველოში, მის ვინაობას ვერ გავამხელ", - გვითხრა ბურდულმა.

აპირებს თუ არა "სიონი" აქტიურობას ქართულ სატრანსფერო ბაზარზე? ამის თაობაზე ბურდულმა გვითხრა:

"ვფიქრობთ, მარცხენა მცველის პოზიციაზე გუნდს გაძლიერება არ აწყენდა. ვნახოთ, მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და შედეგს ყველა ერთად ვნახავთ...

რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უცხოურ შეკრებაზე წავიდეთ. ჩვენს ქვეყანაში ირანის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდები ჩამოდიან შეკრებაზე და მათთან ჩავატარებთ ორ ამხანაგურ შეხვედრას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლადო სანდრო გურეშიძე ,რატო არ ჩანს?
zaza
22:45 28-06-2016
0
საქართველოში დამკვიდრდა, დაბალი დონის ლეგიონერების ჩამოკვანა, რომლებიც 1წელი თამაშობენ არაფერში ადგიათ კლუბებს,რომ იტყვიან საზგვარგარეთ მათი ფასი კონა ათი შაური!
ალეკსანდრე
10:09 29-06-2016
0

სიახლეები პოპულარული