გადაწყვეტილია, რომ გუნდს თემურ მახარაძე გაწვრთნის.
ბაზაზე უკვე იმყოფება ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი ფეხბურთელი. ეს უკანასკნელი, ჰასან ბელემოუ, 23 წლისაა და ამპლუით შუახაზელია.
როგორც იცით, გასულ სეზონში "გურიაში" 10-ზე მეტი ლეგიონერი ირიცხებოდა, რომელთაგან ოთხმა - კლუბი უკითხავად დატოვა. დანარჩენებიდან უმეტესობასთან კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.
ძველი ლეგიონერებიდან რჩებიან - უკრაინელები ევგენი მოროზენკო, ანდრეი პოლტავცევი და ვასილი შტანდერი, ასევე,
სამშაბათს ბაზაზე იმყოფებოდა და გუნდი მოინახულა ლანჩხუთის გამგებელმა და კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არ დაიწყოთ ეხლა აქაურს 2, 5 და 10 თავით უნდა ჯობდესო, ჩვენი ბავშვები ვათამაშოთო და მსგავსი სისულელეები...
მთელი მსოფლიოს კლუბები ასე მუშაობენ, ჩამოყავთ მრავლად ლეგიონერები, 10-დან 1-მაც რომ გაამართლოს იმ ათივეს ფულს ამოიღებს და კლუბს კიდევ მოგებაც რჩება...
თან ვითარდები, ახალს ეცნობი, წინ მიდიხარ, ჩვენი ფეხბურთელები რომ ბოთლებივით ერთი კონვეირიდან გამოშვებულს გვანან, სხვა საფეხბურთო კულტურას ეცნობი, სხვა სკოლის წარმომადგენელი სხვა პლიუსებს გიჩენს, კონკურენციას აჩენ, იგივე ქართველს მოტივაციას სძენ რომ აჯობოს და გუნდი ფუნქციონალურადაც ვითარდება...
ქართველი პატარა ბავშვების ყურება თუ გინდათ კიდევ წადით დუბლებს ან ელიტ-ლიგას უყურეთ, უმაღლესი ლიგა კაცების და ოსტატ ფეხბურთელტა ჩემპინატი უნდა იყოს...