თედორე გრიგალაშვილი "საბურთალოს" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი თედორე გრიგალაშვილი ახალი სეზონიდან "საბურთალოში" ითამაშებს. თბილისური კლუბის პრესატაშე კახა მგელაძემ გვაცნობა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს.

23 წლის ახალციხელმა მცველმა კარიერა თავისივე ქალაქის გუნდ "მესხეთში" დაიწყო. 2012 წელს "ზესტაფონთან" ერთად ის საქართველოს ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი (2012, 2013) - სუპერთასის გამარჯვებული. შემდეგ "სამტრედიას" მიაშურა, ბოლოს კი გრიგალაშვილი რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ გროზნოს "ტერეკში" ირიცხებოდა, მაგრამ თამაში არ ეღირსა.

გუშინ მან "საბურთალოში" პირველად ივარჯიშა და კომენტარიც გააკეთა:

"პირველმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა. ჩანს, რომ მეგობრული და შეკრული
კოლექტივია. მოხარული ვარ, რომ ისეთ მზარდ კლუბში ჩავირიცხე, როგორიც "საბურთალოა".

ვიცი, რომ მას ამბიციები აქვს და აქ პროფესიონალები მუშაობენ. ვეცდები, კლუბის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო", - ამბობს გრიგალაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული