გია ცეცაძე: "გაბალას" სუსტი წერტილები შევისწავლეთ

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდის მეტოქე ხვალ, 30 ივნისს, აზერბაიჯანული "გაბალა" იქნება.

"მოხარულნი ვართ ისეთ გამოცდილ გუნდთან თამაშით, როგორიც "გაბალაა". შანსები თანაბარია. ყველაფერი ხვალ გაირკვევა.

"გაბალას" რამდენიმე თამაში ვნახეთ და მეტოქის სუსტი წერტილებიც შევისწავლეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარს არ ვაპირებ. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ რთული მეტოქე გვყავს.

ყველა თამაშში მოედანზე მოსაგებად გავდივართ და ასე იქნება ამჯერადაც. არ ვამბობ,
რომ აუცილებლად მოვიგებთ, თუმცა მიზანი ნამდვილად ეგ იქნება", - ციტირებს ცეცაძეს Sportal.az-ი.

"გაბალას" და "სამტრედიის" დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ყოველი ტურნირის დაწყების წინ, ერთიდაიგივეა. აბა ჰე და აბა ჰო. მიდის ბაქიბუქი რასაც "ოპტიმიზმს" და "განწყობის შექმნას" ეძახიან. მერე ამოიღებს ხმას ვინმე ოდალა, იტყვის სიმართლეს და დაახურავენ სულ პატრიოტული ლოზუნგებით.
ყოველ წელს ერთი და იგივე მეორედება.
kvaxa
14:02 30-06-2016
0
ertmanets chveni gundis siyvarulshi vajobot da ara ertmanetis kbenashi, esaa namdvili gulshematkivroba.
qartveli
13:42 30-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული