დაუსვი კითხვა უჩა სოსიაშვილს და მოიგე "დილას" მაისური

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილია.

სოსიაშვილი მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და "დილას" მაისურით დააჯილდოებს. კითხვების მიღება 3 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს. უჩა სოსიაშვილი მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 4 ივლისს უპასუხებს.

გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ – დაუსვი კითხვა უჩა სოსიაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი სოსიაშვილის გუნდმა შინ სომხურ "შირაქთან" მინიმალური გამარჯვებით
(1:0) დაიწყო, 7 ივლისს კი სომხეთის ქალაქ გიუმრიში გორელებს განმეორებითი მატჩი ელით.
მკითხველის კომენტარები / 11 /
საგოლ მაგარი კაცი ხარ.წარმატებებიი!!!დილას ნამდვილად არ ვგულშემატკივრობ მაგრამ შენი დიდი გულშემატკივარი ვარ
vaso
03 ივლისი 2016 00:03
0
სალამი უჩა რა ეტაპზეა ებრაელ ბიზნესმენებტან მოლაპარაკება?
soni.brola
02 ივლისი 2016 18:40
0
ინვესტორთან დაკავშირებით რა ხდება გაგვაგებინეთ რამე
dila
02 ივლისი 2016 17:30
0
რამდენად დიდია შანსი მისა რომ ვიხილოტ ტრანსფერები?
lasha
02 ივლისი 2016 16:39
0
მე მაინტერესებს მოახერხებს თუ არა დილა შემდეგ ეტაპზე გასვლას
giusha
02 ივლისი 2016 14:17
0
რომელი უსმენტამ კიტხვას რომელი ჯიაბერა ან რომელ გორელზეა ლაპარაკიუჯას იცის რომელი გორელიუნდადაკენოს ესკაცი ტუ არა მოკვდა
ალიკადილა
02 ივლისი 2016 13:58
0
მე მაქვს შემდეგი კითხვა : როგორ ახერხებს ასეთი ახალგაზრდა მწვრთნელი მოიპოვოს მასზე ასაკით ბევრად უფროსი ფეხბურთელების ისეთი პატივისცემა და გვერდში დგომა, რომ გუნდი აგერ უკვე რამდენიხანია წარმატებულად გამოდის საქართველოს ჩემპიონატშიც და ჩემი აზრით ევრო ტურნირებზეც?

ეს კითხვა და რაც შეეხება მომავალს დიდი წარმატება მინდა ვუსურვო უჩას, გორის დილას და მთლიანად ქართულ ფეხბურთს!
Mixo
02 ივლისი 2016 13:44
0
უჩა შენ თუ გორის ფეხბურთისთვის კარგი გინდა გორელი ახალგაზრდა ფეხბურთელები რატომ თამაშობენ სხვაგან ჭიაბერ ჭეჭელაშვილი და ბუზალაძე მაგათზე კარგი ვინ გყავს?
shako
02 ივლისი 2016 08:40
0
როდესმე მოვა ის დრო რო ქართულმა კლუბმა ევროპის ლიგაზე ითამაშოს?
giorgi
02 ივლისი 2016 00:16
0
რა ხდება სპონსორებთან დაკავშირებით რატო არავინ წერს
Giorgi
01 ივლისი 2016 19:17
0

სიახლეები პოპულარული