"რთული სეზონის შემდეგ გვსურდა, ფეხბურთელებს მაქსიმალურად დაესვენათ. საქმეს უკვე შევუდექით. 7 აგვისტომდე დიდი დროა დარჩენილი. მჯერა, იქამდე ნაყოფიერად და საფუძვლიანად მოვემზადებით და იმისიც მჯერა, რომ სეზონის განახლებას გუნდი სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
მომავალი ჩემპიონატი ახალი სისტემით გაიმართება. ორივე ჯგუფი რთულია. თუმცა "საბურთალო" ისეთ ჯგუფში მოხვდა, სადაც ბევრად ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი. მაგრამ ახლა ამაზე
ყველა მოწინააღმდეგესთან მაქსიმალურად უნდა ვიბრძოლოთ, თამაში ყველასთან შეიძლება. გარკვეული უპირატესობა "სამტრედიას", "სიონსა" და "დილას" ექნებათ, თუმცა მარტივი თამაში არც ერთ მათგანს არ ელის", - ამბობს ესპანელი სპეციალისტი.
ესპანელმა "საბურთალო" მარტში ჩაიბარა. როგორც ამბობს, გუნდი უკვე კარგად გაიცნო და ზოგადი ვითარებაც:
"ახლა გუნდზე ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. ვიცი, თუ როგორ კლუბებს შევხვდებით, ვის რა შესაძლებლობები აქვს, ვინ როგორ მოედნებზე თამაშობს... მჯერა, მომავალში უფრო კარგი შედეგები გვექნება.
გუნდს თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით ეხმარებიან სპორტული დირექტორი მანოლო იერო და ფიზმომზადების სპეციალისტი ალეხანდრო დე ლა კრუსი. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები "საბურთალოს" განვითარებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ".
36 წლის სპეციალისტმა საკადრო საკითხებზეც ილაპარაკა:
"ჩვენ "საპოვნელადან" ფორვარდი გიორგი ბუხაიძე დავიმატეთ, რომელმაც უმაღლესი ლიგიდან გავარდნილ გუნდში 15 ბურთი გაიტანა, რაც იოლი ნამდვილად არ იყო. აქედანაც ჩანს, რომ მას გოლის გატანის ნიჭი აქვს. იმედი მაქვს, ბუხაიძე "საბურთალოში" სრულად გამოავლენს თავის შესაძლებლობებს და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.
ხელშეკრულება გავუფორმეთ რუსეთის პრემიერლიგის კლუბის ფეხბურთელს, თედორე გრიგალაშვილსაც. მას ტრავმის გამო დრო გაუცდა, თუმცა იმედია, ფორმაში მალე ჩადგება და მისი გამოცდილება გამოგვადგება.
არ არის გამორიცხული, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით გავძლიერდეთ. სასურველია, ყველა რგოლში კონკურენცია იყოს, რათა ფეხბურთელებს მოდუნების საშუალება არ ჰქონდეთ".
პაბლო მარტინის თქმით, შესაძლოა, "საბურთალოს" ჭაბუკთა გუნდებიდან რომელიმე ფეხბურთელი დააწინაუროს:
"საბურთალო" საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომლის განკარგულებაში ბავშვთა აკადემიაცაა. აქ პროფესიონალები და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები მუშაობენ. ბევრი ნიჭიერი და საინტერესო მოზარდია, რომელთაც სწორი მიმართულება სჭირდებათ და თავის გამოჩენის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
ჭაბუკი ფეხბურთელისთვის ამხელა ნახტომის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ ვინც დაიმსახურებს, პირველ გუნდს უნდა მივაჩვიოთ. თუმცა "საბურთალოს" ერთი მიმართულება აქვს აღებული და მათ კლუბთან შესაგუებელი არაფერი სჭირთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"