"ცხინვალი": თომაშვილი და კახელიშვილი შეთანხმებულია, დვალი?

AutoSharing Option
"ცხინვალი" გულვერდ თომაშვილსა და გიორგი კახელიშვილს შეუთანხმდა. მართალია, ამ ორ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ ჩანს, ეს უკვე ფორმალური მხარეა.

"კახელიშვილი და თომაშვილი, რომ იტყვიან, ჩემი გაზრდილები არიან. მათთან ყველაფერზე შეთანხმებულები ვართ. სანამ კონტრაქტი არ გაფორმდება, ოფიციალურად ვერ ვიტყვით, რომ ეს მოთამაშეები ჩვენი გუნდის წევრები არიან, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დროის საქმეა.

ჩვენს კლუბში არის გარკვეული ფინანსური პრობლემები, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ ბიჭებმა გამოთქვეს ჩვენს გუნდში თამაშის სურვილი და ამისთვის მათ მადლობა მინდა გადავუხადო", - გვითხრა "ცხინვალის დამრიგებელმა კახა კაჭარავამ.

როგორც ვწერდით, "ცხინვალს" ჯაბა დვალის გადაბირებაც სურს. რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით? კაჭარავა განმარტავს:

"როგორც იცით, დვალს კონტრაქტი აკავშირებს მოლდოვურ "დაჩიასთან". ამ კლუბის ნებართვის გარეშე დვალი ჩვენთან ვერ ითამაშებს.

ამიტომაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მოლდოველებთან და იმედია, ყველაფერი დადებითად გადაწყდება. დანარჩენი კი პრობლემა არ იქნება, რადგან დვალთან უკვე ყველაფერზე შეთანხმებულები ვართ".

ადრეც გაცნობეთ, რომ "ცხინვალი" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. ამიტომაც ვკითხეთ კაჭარავას, კიდევ ხომ არ არის მოსალოდნელი ფეხბურთელთა მიგრაცია.

"ვინც წასასვლელი იყო, უკვე წავიდა. რამდენიმე ფეხბურთელს ჰქონდა ვარიანტები სხვადასხვა კლუბიდან, მაგრამ მათ დარჩენა ამჯობინეს და მინდა, მათაც მადლობა გადავუხადო", - ამბობს კაჭარავა, რომელიც კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდება "ცხინვალის" დუბლშემადგენლობიდან და დაბალი ლიგის კლუბებიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Martals wert vinc dawere komentari, ase xdeba titkmis kvelgan, potidan gauhves 7 febburteli, ufulod atamahes darhena gainagdes da gadagdes , fulic ar gadauxades, hamoikvanes 3 xarisxovanebi,
0
აკვირდება არა იხვი, ვინც ჯიბეს გაუსქელებს იმას დატოვებს, ...სიმართლის დაწერას როდის ისწავლით. საქართველოს ჩემპიონატი თავის მწვრთნელებიან ფეხბურთელებიანად, რომ კორუმპირებული არიან არ იცით არა, ...ნუ აბოლებთ ხალხსა თქვენი ცხელ-ცხელი "ამბებით"....
0

სიახლეები პოპულარული