კობა ჟორჟიკაშვილის ვალდებულება - რა უწერია "ტორპედოს" მწვრთნელს კონტრაქტში

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ახალი სეზონისთვის ემზადება. ზაფხულის პაუზის დროს გუნდში საკადრო ცვლილებები მოხდა და ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

შევიტყვეთ, რომ "ტორპედო" გურამ ადამაძემ დატოვა. 27 წლის ცენტრალური მცველი ქუთაისელთა კაპიტანიც გახლდათ და საიმედო მოთამაშის რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ დასრულებულ ჩემპიონატში მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა.

თავის დროზე ადამაძე მძიმედ დაშავდა და ოპერაცია გაიკეთა, მოედანს კი მხოლოდ მაისში, თერჯოლის "საპოვნელასთან" მატჩში დაუბრუნდა, მაგრამ... კვლავ მძიმე ტრავმა მიიღო. მას კონტრაქტი მაისში დაუსრულდა, ჯერ მოედანს ვერ დაუბრუნდება, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი კი სელექციას ეწევა და ახალი
სეზონისთვის ფეხბურთელებს ეძებს.

კობა ჟორჟიკაშვილმა ორი ლეგიონერიც მიიწვია, მაგრამ დაიწუნა - ხვალ კიდევ ერთ უცხოელს ელის. ის ცენტრალური მცველია.

საინტერესო ფაქტია - ჟორჟიკაშვილთან გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ მთავარი მწვრთნელი ვალდებულია, გარდამავალ ჩემპიონატში გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახადოს ან, მინიმუმ, მესამე ადგილზე მაინც გაიყვანოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
jorjikas

სამტრედიაში მთავარი,სტაჟიანი ყველას და ყველაფრის მაგინებლები სხედან ერთ ადგილას,დასავლეთ ტრიბუნის მარცხენა მხარეს, სულ არიან 24 კაცი,ნებისმიერ ამინდში იქ არიან, დანარჩენი მაყურებლი იქ იმაზე მეტს არ ილანძღება და იგინება ვიდრე სხვა სტადიონებზე. ასე რომ ჩააკითხე მაგ 24-ს და მოსთხოვე პასუხი ბავშვობისდროინდელ წყნეაზე,ყველა იქ ზის უცვლელად.. მაგრამ ამის გამო მთელს სამტერდიას შარს ნუ მოსდებ. ქუთააისში რომ ასეულობით გამუდმებით იგინებიან ის არ დაგინახავს? იქნებ კარგად დააკვირდე?

გარდამავალში რომც თქვენს ჯგუფში 1-ლი ადგილი დაიკავოთ, სამტრედიასთან გექნებათ გასარკვევი ჩემპიონის ვინაობა,ამის დიდი ალბათობაა,საპრიზოებზე კი დილა და ბათუმი იქნებიან.
Jango
15:19 06-07-2016
0
მინიმუმ 3 გავა ტორპედო უეჭველი,დინამო და მერე ვინ ტქვით უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა?? სამტრედიამ სადაც გინების მეტი არაფერი იციან უზდელი ენები როაბია ბევრს საკმაოდ,ბავშვი ვიყავი ტორპედოში ვტამაშობდი და ცოცხალ მკვდარი გვაგინეს.მიდით ბიჭებო ტორპედომ ავის ადგილი უნდა დაიბრუნოს და გაბალებტან და ნახირთან არასოდეს წააგებენ მაინც.
jorjikas
14:46 06-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული