ოთარ გაბელიამ "ზუგდიდში" დმიტრო ზოზულიაც მიიწვია

AutoSharing Option
"ზუგდიდი" ახალი სეზონისთვის მზადებასა და გაძლიერებას აგრძელებს.

გუნდის ახალმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ რამდენიმე მოთამაშე უკვე მიიწვია: ნიკა დაუშვილი (მეკარე), შოთა ლომია, თენგიზ ჩიკვილაძე, ლაშა ჭელიძე და ლაშა კუკავა.

შევიტყვეთ, რომ გაბელიას ინიციატივით, გუნდში ვარჯიშობს დმიტრო ზოზულიაც. 28 წლის უკრაინელი ნახევარმცველი "ლვოვის" აღზრდილია. ამ გუნდის გარდა, თამაშობდა ლუცკის "ვოლინში", ჩერვონცის "ბუკოვინასა" და ახტირკას "ნეფტოვიკ-უკრნეფტში", ქართველმა გულშემატკივარმა კი 2015 წელს ლანჩხუთის "გურიიდან" გაიცნო, სადაც ახლახან დასრულებული სეზონის ბოლომდე გამოდიოდა.

ზოზულიას "ზუგდიდთან" კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, მაგრამ დიდი ალბათობით, უკრაინელი გაბელიას გუნდის წევრი
გახდება. და მაინც, დაველოდოთ კლუბის ოფიციალურ განცხადებას.

სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული