"დინამოს" ევროტურნირებზე დავეხმარები - ლადო დვალიშვილი "დინამოს" ფეხბურთელია!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლადო დვალიშვილი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა Sportall.ge-ს თავადაც დაუდასტურა.

"კი, კარიერას "დინამოში" გავაგრძელებ. თბილისელებს ევროტურნირებზე დავეხმარები. კონტრაქტი 31 დეკემბრამდე მაქვს გაფორმებული, მაგრამ თუ "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა, კონტრაქტის თანახმად, მაქვს უფლება კლუბიდან წავიდე", - გვითხრა დვალიშვილმა.

30 წლის თავდამსხმელი თბილისის "დინამოს" ღირსებას 2004-2006 წლებში იცავდა. სხვადასხვა დროს მას რიგის "სკონტოში", ჰაიფას "მაკაბიში", დანიურ "ოდენსეში", ასევე, პოლონურ გუნდებში: "პოლონიასა" და "ლეგიაში" უთამაშია. ბოლოს ლადო პოლონურ "პოგონში" გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ო ახლა ამანაც არ გააძლიეროს რა უცბად დინამო))
svani
01:37 09-07-2016
0
Kaia imedia gaamartlebs dinamos cirdeba erti gamtani forvardi imedia evropis ligaze mainc movxvdebit

dinamo
01:45 09-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული