ფოთელთა პრესატაშის, გია ეჯიბიას თქმით, გუნდი კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 13 ივლისს "კოლხეთი" ქობულეთში "შუქურას" შეხვდება, ხოლო 15 ივლისს ქუთაისში "ტორპედოს" ესტუმრება. ამ შეხვედრებით ფოთელები მზადების პირველ ეტაპს დაასრულებენ და შემდეგ უცხოურ შეკრებას გეგმავენ.
"კოლხეთი", სავარაუდოდ, ორი კვირით თურქეთში გაემგზავრება.
ამასობაში ცნობილი გახდა გუნდთან დაკავშირებული სატრანსფერო სიახლე: მომავალი სეზონიდან ფოთელთა გუნდში ითამაშებს გამოცდილი ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე. 36 წლის ბოლქვაძემ ბოლო სეზონი თერჯოლის
მეორე ახალწვეული 24 წლის ბიჭიკო გედენიძეა, რომელიც გუნდს "ბორჯომიდან" შემოუერთდა, მანამდე კი "სამტრედიას" ძალიან დაეხმარა უმაღლეს ლიგაში აღზევებაში. მაშინაც გედენიძე სანაიას ხელმძღვანელობით თამაშობდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"