ტრანსფერი: ლაშა გვალია კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ სატრანსფერო სიახლე გაგვიმხილა - ლაშა გვალია კარიერას სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ფოთის "კოლხეთის" მიერ აღზრდილი ნახევარმცველი გულშემატკივრებმა გორის "დილაში" ევროპის ლიგაზე თამაშით გაიცნეს. 24 წლის ფეხბურთელი მაშინ ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატიც გახლდათ და რუსეთის პრემიერლიგელ ეკატერინბურგის "ურალშიც" ჩაირიცხა...

მაგრამ ამ კლუბმა გვალიას რუსეთში სამუშაო ვიზა ვერ გაუკეთა, რის გამოც მთელი სეზონი გაუცდა და წინსვლის ნაცვლად, რეგრესი დაეწყო. "ურალთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ გვალია "ზესტაფონში", გორის "დილასა" და ბოლნისის "სიონში" ირიცხებოდა, მაგრამ ძველებურად ვეღარ თამაშობდა...

თუმცა, საჩხერელები იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველს შესაძლებლობები არ ამოუწურავს და "ჩიხურას" აუცილებლად გამოადგება.

იმერულ გუნდს მოედნის ცენტრში ბურთის კარგი გამანაწილებელი სჭირდება. საჩხერეში მიიჩნევენ, რომ ევროპალიგაზე კიშინიოვის "ზიმბრუსთან" მარცხი დიდწილად სწორედ ასეთი ფეხბურთელის არყოლამ გამოიწვია. იმ თამაშში გიორგი განუგრავა დისკვალიფიცირებული იყო, მისი შემცვლელი კი ვერ მოინახა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფრუიძემ უფრო მეტ ფეხბურთელს უნდა მისცეს თამაშის საშუალება,ფეხბურთელი თუ გყავს გუნდში უნდა ათამაშო კიდეც,არცერთ ფეხბურთელს არ უნდა ქონდეს გარანტირებული ადგილი ძირითადში.
archili
21:03 14-07-2016
0
ამას ქვია პროგრესი
0

სიახლეები პოპულარული