ქობულეთის "შუქურამ" ფოთის "კოლხეთს" ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა და დაუზავდა

AutoSharing Option
"ჩელე არენაზე" ამხანაგური მატჩი გაიმართა - ქობულეთის "შუქურამ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და დაუზავდა.

23-ე წუთზე ანგარიში ქობულეთელთა შემადგენლობაში დაბრუნებულმა ლევან კუტალიამ გახსნა. მეორე ტაიმში ფოთელთა ახალწვეულმა ლაშა ჯღამაიამ აღადგინა წონასწორობა.

"შუქურას" მოგების შანსი ჰქონდა: 90-ე წუთზე თავი 22 წლის თავდამსხმელმა ლაშა ომანიძემ გამოიჩინა, თუმცა კოლხები ისევ ჯღამაიამ გადაარჩინა - მისი გადაცემით დამატებულ დროში მიხეილ ჯორბენაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

აღსანიშნავია, რომ ფოთელთა რიგებში ითამაშა მეკარე ვლადისლავ ლეონიდოვმა. 26 წლის უკრაინელი ხარკოვის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. თამაშობდა "მეტალისტში", პირველი ლიგის "ოდესაში",
20-2015 წლებში კი ზაპოროჟიეს "მეტალურგის" კარს იცავდა.

წლეულს, ლეონიდოვი კრამატორსკის "ავანგარდში" ჩაირიცხა, მაგრამ ამ კლუბში ფინანსური პრობლემები შეიქმნა და "კოლხეთის" სპორტული დირექტორის, ლაშა ჯაკობიას მოწვევით, საქართველოში თამაში გადაწყვიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული