"კოლხეთის" აზერბაიჯანელი ლეგიონერი: ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საქართველოში ვითამაშებდი!

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების მცველმა რასიმ რამალდანოვმა, რომელიც კარიერას ფოთის "კოლხეთში" გააგრძელებს, azerisport.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.

- როგორ გადახვედით "კოლხეთში"?
- ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელმა დავით ბოლქვაძემ მირჩია. ამის შემდეგ "კოლხეთიდან" დამირეკეს, ვისაუბრეთ, ბილეთი ამიღეს და თურქეთში მიხმეს.

- და ახლა ანკარაში ხართ?
- კი, გუნდს შეკრებაზე შევუერთდი. ვცდილობ, თავი კარგად წარმოვაჩინო.

- ცნობილია, რომ ფინანსური კუთხით ქართულ გუნდებს საქმე მთლად კარგად არ აქვთ. როგორია სიტუაციაა ამ მხრივ "კოლხეთში"?
- ჰო, ფინანსები აქ დაბალია. მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემპიონატის დონე არაა დაბალი,
ამიტომ დავთანხმდი საქართველოში თამაშს.

- გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმეთ. შემდეგ დაბრუნებას გეგმავთ?
- დიდი იმედი მაქვს, "კოლხეთში" სათამაშო ფორმას აღვიდგენ და დავბრუნდები. ახლა მთლიანად ვარჯიშებზე ვარ კონცენტრირებული.

- სხვა გუნდებიდან იყო შემოთავაზებები?
- ირანის ჩემპიონატიდან მქონდა მოწვევა, მაგრამ არჩევანი მაინც საქართველოზე გავაკეთე.

- ირანის ჩემპიონატი საქართველოზე ძლიერად ითვლება. რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი არჩევნის მიღებისას?
- იმან, რომ "კოლხეთს" უფრო ვუნდოდი და უფრო დიდ ყურადღებას იჩენდა.

- გუნდის მწვრთნელს ესაუბრეთ?
- კი. მითხრა, შენზე დიდ იმედებს ვამყარებო. ამასთანავე, მითხრა, რომ ჩემზე იმ ქართველ მწვრთნელებთან ისაუბრა, ვისაც აზერბაიჯანში უმუშავია და სურს, გუნდს დავეხმარო. ჩემის მხრივ, განვუცხადე, რომ მზად ვარ "კოლხეთისთვის" ბოლომდე დავიხარჯო.

- აზერბაიჯანის ჩემპიონატში, როგორც წესი, ქართველი ფეხბურთელები სხვა ლეგიონერებზე მეტნი არიან, მაგრამ არაა ბევრი ისეთი, ვინც აქედან საქართველოში მიდის. ოდესმე წარმოიდგენდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებდი?
- არა, ვერასდროს წარმოვიდგენდი. ვეცდები, სათანადოდ ვასახელო აზერბაიჯანი საქართველოში.

- რა მიზნები აქვს "კოლხეთს" ჩემპიონატში?
- ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა. სულ სხვა სისტემაა. ყოველ შემთხვევაში, ყველა თამაშის მოსაგებად გავალთ მოედანზე და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ერთი დაბოღმილი როჟა ხარ რა, იასნია ყველაფერი
soso
25 ივლისი 2016 16:39
0
ზ,ს, ტ, ერთი ადამიანი ხარ და ის მაინც არ იცი რომ უსტადიონო, უბიუჯეტო, გუნდი უეფაზე რომ ვერ იბრძოლებს? რა აზრი აქვს შენთან კამათს ერთი დაბოლრღ
soso
25 ივლისი 2016 16:36
0
ბოდიალობს კიარა მარტალს ამბობს ვინც დაწერა, ყოველ წელს ტიტკმის კველას უშვებენ ფეხბურტელებს დავალიანება არ გადაუხადონ, მოკავტ სხვები, ასე ხდებოდა და ასე ხდება, იმიტომ არის შედეგი არა აკვტ, უეფაზე თამაში არ აინტერესებტ.
25 ივლისი 2016 15:39
0
არაფერი იცით და ბოდიალობთ რაგაცეებს, დაგვიანებები იყო მაგრამ ვისაც რა ეკუთვნოდა მიიგო და კიდევ საგოლ კოლხეთს, მისი ბიუჯეტით კიდევ ბევრს მიაგწია
soso
25 ივლისი 2016 13:11
0
T, შენ ფოთი და კოლხეთი გეშლება მემგონი,,
ფოთელი
25 ივლისი 2016 07:46
0
Xo vinc itamaha pothi kvela absoliturad kvela gadagdes, kvela vinc wavida ukmakofilo iko, magitom ik aravin miva. Harhan win kido vinc wavidnen
S
25 ივლისი 2016 00:45
0
Amasac gadagdeben atamaheben da mere rogorc kvelas gadagdeben , amati stilia potis,
T
25 ივლისი 2016 00:37
0
მაგარი ლეგიონერია, ფორმის აღსადგენად ჩამოვიდა, აღადგენს "კოლხეთს" პირველ ლიგაში :)
ნუგო
24 ივლისი 2016 16:14
0

სიახლეები პოპულარული