მატჩი საჩხერელთა შეტევებით დაიწყო. სოსო ფრუიძის გაწვრთნილები მეტოქეს საკუთარ ნახევარზე გადასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, თან აქტიურად და მწვავედ უტევდნენ. ანგარიშიც მატჩის დაწყებისთანავე გახსნეს - მიხეილ სარდალიშვილის მშვენიერი გარღვევისა და გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი დიმიტრი ტატანაშვილმა აიღო.
ამის შემდეგ "სამტრედიას" მისმა ყოფილმა ნახევარმცველმა, თორნიკე გორგიაშვილმა შეუტია სახიფათოდ, თუმცა ომარ მიგინეიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. სამტრედიელთა დამრიგებელმა გია ცეცაძემ მოედანზე რამდენიმე მოთამაშე შეუშვა, რომლებმაც შეტევებს
მატჩის ბოლო წუთები უკეთ ჩაატარეს საჩხერელებმა. ერთ ეპიზოდში კახა მეშველიანთან პირისპირ დარჩა ბესიკ დეკანოიძე და შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:2.
ამის შემდეგ "ჩიხურას" კიდევ ორჯერ შეეძლო დაწინაურება, მაგრამ ირაკლი ლექვთაძემ მეკარეს ვერ აჯობა, კარის წინ დარჩენილმა გიორგი განუგრავამ კი ბურთი მიზანს ააცილა.
სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, ცნობილაძე, სანდოხაძე, მთივლიშვილი, დათუნაიშვილი,
მანჯგალაძე, გამყრელიძე, ზივზივაძე, არაბული; შეცვლაზე: მეშველიანი, მჭედლიშვილი, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი, შერგელაშვილი, ჯიქია.
ჩიხურა (სასტარტო): ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, ჩიკვაიძე, განუგრავა, ივანიშვილი, გორგიაშვილი, სარდალიშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი; სათადარიგოები: სეფიაშვილი, ლექვთაძე, კაკუბავა, კორიფაძე, გვილია, ს. ლობჟანიძე, დეკანოიძე, დობროვოლსკი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"