ფოთის "კოლხეთი" თურქეთის სუპერლიგიდან გავარდნილ გუნდთან დამარცხდა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ფოთის "კოლხეთმა" მორიგი ამხანაგური მატჩი ამ ქვეყნის სუპერლიგიდან გავარდნილ "სივასსფორთან" გამართა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარიც დაძაბულად წარიმართა და გელა სანაიას გაწვრთნილებმა საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს... მაგრამ მატჩის მიწურულს თურქებმა გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხეს: 77-ე წუთზე პენალტი ზუსტად გამოიყენა ერგინ კელეშმა და "სივასმა" 1:0 მოიგო.

კოლხეთი: ძაგანია, ჟიშკარიანი, რამალდანოვი, ჩაკვეტაძე, ქებურია, ლუკავა, წურწუმია, შალიკაშვილი, ტუღუში, ჯორბენაძე, ნიქაბაძე.

ამ სპარინგით ფოთელებმა წინასასეზონო შეკრება დადებითი ბალანსით დაასრულეს. გუნდმა თურქეთში 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2
მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთიც წააგო. გუნდი სამშობლოში გუშინ ღამით გამოემგზავრა, 3 დღე დაისვენებს და 31 ივლისს ფოთში შეიკრიბება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული