პირველ ნახევარში თბილისელებმა მოწინააღმდეგეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი ესპანელმა გარსია პენამ მიითვალა. მეორე ტაიმში კი თავი გიორგი ხარაიშვილმა, ბექა გვარაძემ და ნოდარ იაშვილმა გამოიჩინეს. "მარკ სტარმა" მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.
საინტერესოა, რომ "საბურთალომ" ბოლო ორ შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. ისიც სათქმელია, რომ მეტოქეებად პირველლიგელები ჰყავდა, მაგრამ ასეთი შედეგიანი თამაში ამ გუნდის გულშემატკივრებისთვის მაინც სასიამოვნოა.
საბურთალო: გოშაძე, სოფრომაძე, მარგველაშვილი,
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"