თბილისის "ლოკომოტივის" განცხადება კიევი-თბილისის რეისზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" კიევი-თბილისის რეისზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის გადმოცემით, კიევი-თბილისის ავიარეისზე, რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად მგზავრობისას, "ლოკომოტივის" ფეხბურთელებიც იყვნენ, რომლებსაც მენეჯმენტის წარმომადგენლები ახლდნენ. ჟურნალისტის თქმით, ეს წარმომადგენლები თვითმფრინავში არაფხიზელ მდგომარეობაში ავიდნენ და 3 საათის განმავლობაში იქ მყოფ მგზავრებს ხმამაღლა აგინებდნენ.

ამ ორიდან ერთ-ერთმა რამდენიმე ფეხბურთელს წამოარტყა თავში, რითაც მგზავრების გადაჭარბებული ყურადღება კიდევ უფრო მეტად მიიქცია, რამდენიმე ფეხბურთელი კი აგრესიულად დაამცირა კიდეც. მისი თქმით, თვითმფრინავის დაჯდომისას, როგორც კი პოლიციელები გამოჩნდნენ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა მათი გინება დაიწყეს.

ამ
ყველაფერს კლუბმა დღეს შემდეგი განცხადებით უპასუხა: "მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, კიევი-თბილისის რეისზე მომხდარი უსიამოვნო ფაქტის შესახებ, კლუბში მიმდინარეობს მოკვლევა. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ შესაბამისი ზომები მათ მიმართ, ვინც კლუბის სახელით შეაწუხა და შეურაცხყოფა მიაყენა სხვა მგზავრებს.

თბილისის "ლოკომოტივი" ყოველ მათგანს ბოდიშს უხდის მომხდარის გამო და იმედს იტოვებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. მადლობა ყველას, გამოჩენილი ყურადღებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 12 /
გამარჯობა
cico
08:51 03-08-2016
0
სამარცხვინო არის ის რომ ასეთ ადამიანებს არ სჯიან. ჯერ პოლიციამ უნდა დააკავოს თითოეული მათგანი და მინიმუმ სასამართლო პროცესი უნდა იყოს. მეორე, გუნდიდან უნდა გაირიცხონ. მესამე ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აუკრძალოს თამაში ამ ე.წ. ფეხბურთელებს მინიმუმ ერთი წელი. ამის შემდეგ სხვას აღარ გაუჩნდება ცდუნება ასე მოიქცეს. მაგრამ არშემდგარ სახელმწიფოში და საზოგადოებაში გასაკვირი არ არის რომ ასეთი უღირსი და არასპორტული საქციელი დაუსჯელი რჩება.
ლუკა
08:55 03-08-2016
0

სიახლეები პოპულარული