საქართველოს ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი: ყველაფერი დამტკიცებულია! ვიწყებთ!..

AutoSharing Option
3 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელმაც საქართველოს მომავალი (გარდამავალი) ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის თასის გათამაშების კალენდრები, ასევე, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსი და სხვადასხვა გათამაშების ფორმატი დაამტკიცა...

XXVIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბატალიები 7 აგვისტოს დაიწყება. პირველი ლიგა სტარტს 19 აგვისტოს აიღებს. მანამდე კი (15 აგვისტოდან) საქმეში ჩაებმებიან თასის გათამაშების მონაწილეები (იხილეთ კალენდრის ბმული).

აღმასკომმა დაამტკიცა მეორე ლიგის გათამაშების ფორმატიც. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტურნირში მონაწილეობას 67 გუნდი მიიღებს და ისინი ტერიტორიული პრინციპით 8 ჯგუფში
გადანაწილდებიან. რვავე ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირი გზით მოიპოვებს ეროვნული ლიგა 1-ის საგზურს.

რაც შეეხება ჯგუფში მეორიდან მეექვსე ადგილამდე გუნდებს, ეს 40 გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.

ბეჭედი დაესვა ასაკობრივი ჩემპიონატების ფორმატსაც: 19-წლამდელთა ლიგა, სადაც 16 გუნდი იასპარეზებს, ორ ჯგუფად დაიყოფა - დასავლეთად და აღმოსავლეთად. პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები ჯვარედინად შეხვდებიან ერთმანეთს ნახევარფინალსა და ფინალში.

ფეხბურთის ფედერაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია ასაკობრივი ჩემპიონატების თაობაზეც. 15 და 17-წლამდელთა ჩემპიონატში 21 მონაწილეა. ისინი 3 ჯგუფად დაიყოფიან. თითოეულ ჯგუფში 7 გუნდი იასპარეზებს. ჯგუფის პირველი და მეორეადგილოსანი ავტომატურად მოიპოვებს მეოთხედფინალის საგზურს, ხოლო ამ სამი ჯგუფიდან საუკეთესო ორი მესამეადგილოსანი დამატებით მიიღებს მეოთხედფინალის ბილეთს და ამის შემდეგ პლეი ოფში გაირკვევა საბოლოო გამარჯვებულის და პრიზიორების ვინაობა.

აღმასკომმა იმსჯელა სუპერთასის თაობაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ვკითხულობთ:

"გადაწყდა, რომ მომდევნო სუპერთასი 2017 წლის სეზონის დასაწყისში ჩატარდება და ტრადიციულად, საფეხბურთო სეზონს ყოველთვის სუპერთასი გახსნის. სუპერთასში მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონატის გამარჯვებული და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუკი ჩემპიონი და თასის მფლობელი ერთი და იგივე გუნდი აღმოჩნდება, ჩემპიონს მეორეადგილოსანი დაუპირისპირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 23 /
მეორე ლიგის ჯგუფებში ვინ თამაშობს, არ გვეტყვით?
kote
22:18 04-08-2016
0
კვახა მართალია
tamazino
22:10 04-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული