ამის შესახებ "ტორპედოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:
"როგორც ცნობილია, 7 აგვისტოს სტარტს იღებს საქართველოს XXVIII, ეგრეთ წოდებული, გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატი. მალევე დაიწყება თასის გათამაშება.
სეზონის მოკლევადიანობიდან (დეკემბერში დასრულდება) გამომდინარე, საფეხბურთო კლუბი "ტორპედო ქუთაისი" აცხადებს, რომ რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გასამართავ ჩემპიონატისა და თასის მატჩებზე ბილეთები არ გაიყიდება, დასწრება თავისუფალი იქნება.
გაიყიდება ახალი აბონემენტებიც. ამასთან ერთად, ძალაში დარჩება გასული სეზონისთვის შეძენილი აბონემენტები. მათ მფლობელებს
დღეს, 4 აგვისტოს კი, 16:30 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება "ტორპედოს" ახალწვეულთა წარდგენა. იქვე, პრესკონფერენციას გამართავს გუნდის მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"