პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი დინამო-გურიას მატჩს დაესწრება

AutoSharing Option
ბერძნული პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, გრიგორი კავალიერატოსი თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიის" მატჩს დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პლეი ოფში პაოკ-ის მეტოქე სწორედ თბილისური გუნდი იქნება.

- თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპალიგის პლეი ოფში ცნობილია

როგორც ბერძნული metrosport.gr-ი იუწყება, პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა ვლადან ივიჩმა თავის ასისტენტს საქართველოში ჩასვლა და "დინამოს" თამაშის ნახვა სთხოვა.

"დინამო" უმაღლეს ლიგას დღეს საჩხერეში "ჩიხურასთან" მატჩით იწყებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ბერძნებმა საყურებლად "დინამო"-"გურიას" მატჩი აირჩიეს, რომელიც 13 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "დინამოსა" და პაოკ-ს შორის გასამართი პირველი
მატჩი კი 18 აგვსიტოს თბილისში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Ar mougot tamashi davumalot
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული