კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:5 - ასე თუ გავაგრძელებთ, სტადიონსაც აგვიშენებენო...

AutoSharing Option
ფოთელებისა და ბათუმელების მდგომარეობის მიუხედავად, ზღვისპირული გუნდების დერბი ყოველთვის დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა. ეროვნული ჩემპიონატიც ორივემ დამაიმედებლად დაიწყო - ფოთელებმა გასვლაზე "ზუგდიდი" დაამარცხეს, ბათუმელები კი ვიცე-ჩემპიონ "სამტრედიასთან" ფრეს დასჯერდნენ, რაც იდეალური შედეგი არ იყო, მაგრამ მიუღებელიც არ ეთქმოდა.

ამ ყველაფრის ფონზე, გუშინ ფოთის "პარკი არენაზე" დაფიქსირებული შედეგი იმდენად მოულოდნელი და სენსაციური იყო, ორივე გუნდის გულშემატკივარი გაკვირვებული დატოვა.

თამაში თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა სტუმრების მხარეს ჯერ იღბალი აღმოჩნდა, მერე კი მასპინძლები გატყდნენ. ანგარიში თემურ შონიამ გახსნა, რომლის დარტყმული ბურთი მცველს
მოხვდა და მეკარეს თავზე გადაახტა - 0:1.

ფოთელები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში თავად გაუშვეს. მრავალსვლიანი შეტევა მარჯვენა ფლანგზე გააგრძელეს, ლევან გეგეჭკორის გადაცემა კი კარის ხაზთან უმეთვალყურეოდ (?!) დარჩენილმა ელგუჯა ლობჯანიძემ გოლად აქცია - 0:2.

ახალ გუნდში საგოლე ანგარიში ბათუმელთა ლეგიონერმა ლაზარ მარიანოვიჩმაც გახსნა. მანაც მცველთა უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - 0:3.

მალე ბათუმელებს სხვაობის გაზრდაში მეკარე და მცველი თავიანთი შეუთანხმებლობით დაეხმარნენ - ბიჭიკო გედენიძე ბურთს უკან მეკარეს აწვდიდა და ავტოგოლით ანგარიში 0:4 გახადა.

საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე დაფიქსირდა - კარში დარტყმულ ბურთს ომარ გოგონაია გადაეღობა, რის გამოც მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათით და გაძევებით დასაჯა. დაინიშნა პენალტი, რომელიც ვაკო თევდორაძემ გოლად აქცია - 0:5.

მოგებით გახარებული ბათუმელთა ერთ-ერთი გულშემატკივარი ხუმრობდა - ასე თუ გავაგრძელებთ, სტადიონსაც აგვიშენებენო. იმედია, ასეც მოხდება.

უმაღლესი ლიგა. წითელი ჯგუფი. II ტური
14.08. ფოთი. "პარკი არენა"
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:5
გოლები: 0:1 შონია (19), 0:2 ლობჯანიძე (57), 0:3 მარიანოვიჩი (66), 0:4 გედენიძე (84-საკ. კარში), 0:5 თევდორაძე (90-პენ)
კოლხეთი: თებიძე, გ. კილასონია, რამალდანოვი, გოგონაია, გედენიძე, ბოლქვაძე (65. ქებურია), შ. კერძევაძე, კორობკა (46. ლუკავა), ოზარკივი, ივანკო (70. ჯღამაია), ნიქაბაძე.
სათადარიგოები: ძაგანია, ნ. ტუღუში, ჟიშკარიანი, ჩაკვეტაძე
მწვრთნელი: გელა სანაია
დინამო (ბთ): ტიმოფეევი, ტვილდიანი, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, გეგეჭკორი (70. ჭკუასელი), ქავთარაძე, მარიანოვიჩი (77. თევდორაძე), ლობჯანიძე (65. კვანტალიანი).
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ვარშანიძე, ფონიავა
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: გოგონაია (66, 90)
გაძევება: გოგონაია (90)
არბიტრი: ბ. ნინუა

III ტური
20 აგვისტო, შაბათი
სიონი-კოლხეთი
დინამო (ბთ)-დილა
საბურთალო-სამტრედია

"ზუგდიდი" ისვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გაბალას ლილიმ ვერ მოუგო საფრანგეთში და სამტრედიამ მოუგო სახსშHI ჯგუფში გადის გაბალა ისე რომ მარტო სამტრედიასტან წააგო თამაშI...წიწილებს შემოდგმოაზე ითვლიან სამტრედიას სულ უცჰირდა ჩელე არენაზე..ქობულეტტან შარშან უსუსურად გამოიყურებოდა გასვლაზე მაგრამ მაგის მერე მიჯრიტ 9 თამასჰი მოიგო და 3 პოზიციიტ აიწია -7 ქულიანი ჰანდიკაპი + 5 ქულაზე აიყვანა
vvvv
22:07 16-08-2016
0
dato

ჯიქიას რატომ არ ათამაშებენ ძირითადში,მხოლოდ "ზამენებზე" რომ გამოყავთ?

"dato-s"

შე მშიშარა ანონიმო.
გადი ერთი ქობულეთის მინდორზე იმ 35 გრადუსიან სიცხეში და იმ პირობეში რაც იმ ხალიჩაზეა.მერე დავინახავთ რას იმღერებ
jarji21
17:50 15-08-2016
0

სიახლეები პოპულარული