"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ვლადიმირ ლიუტი დაინიშნა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დღეიდან 54 წლის უკრაინელი სპეციალისტი ვლადიმირ ლიუტი დაიკავებს.

ლიუტი ფეხბურთელებს რუხის ბაზაზე უკვე ავარჯიშებს, მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდს კი პირველად 23 აგვისტოს, ვანის "სულორის" წინააღმდეგ, სათასო მატჩში გაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და უკრაინელ სპონსორებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ "ზუგდიდში" არაერთი ცვლილება განხორციელდა. თავდაპირველად გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ოთარ გაბელიამ. შემდეგ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად უკრაინელი ვიქტორ დოგადაილო დაინიშნა, მის ასისტენტად კი - ლიუტი.

უკრაინული მედიის ცნობით, დოგადაილო
სამშობლოში დაბრუნდა, ლიუტის კი, რომელსაც ზუგდიდურ კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გაუფორმეს, გუნდის გაწვრთნაში ორი ადგილობრივი სპეციალისტი დაეხმარება.

ვლადიმირ ლიუტი, რომელიც 1988 წელს, სსრკ-ის ნაკრებში გელა კეტაშვილთა ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მთავარ მწვრთნელად ბოლოს მოლდოვურ "საქსანში" მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული