სავარაუდო ტრანსფერი: ბუდუ ზივზივაძეს ევროპა ლიგაში მოთამაშე "გაბალაში" იწვევენ

AutoSharing Option
შესაძლოა, "სამტრედია" მალე თავის მთავარ თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს დაემშვიდობოს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის ფეხბურთელმა კარიერა, შესაძლოა, აზერბაიჯანულ "გაბალაში" გააგრძელოს, სადაც ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირია.

საკითხის გადაწყვეტას პირადი და კლუბებს შორის შეთანხმება აკლია. Azerifootball.com-ის ცნობით კი, ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადება უახლოეს პერიოდში მოხდება.

მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ სულ 5 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ მან თავი გამოიჩინა იმავე "გაბალასთან" ევროპა ლიგის საპასუხო მატჩში, რომელიც სამტრედიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ გუნდს, "გაბალა" ევროპა ლიგის
C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად "ანდერლეხტი", "სენტ ეტიენი" და "მაინცი" ჰყავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კლუბებს შორის მოლაპარაკებები მართლა მიდის, რითი დამთავრდება არავინ იცის, გაბალა ამ ბიჭში დიდ ფულს ვერ გადაიხდის (სატრანსფერო მისი ფასი მხოლოდ 350 000 ევროა,რაც სამტრედიას არ დააკამყოფილებს)მეორეს მხრივ კი სამტრედიას უფულო მეპატროენები ჰყავს რომლებიც არც არასოდეს აპირებდნენ და არც აწი დააპრიებენ კლუბში ფულის ჩადებას,მხოლოდ ასე გატრანსფერებული და ერთიანი ფონდის სახელით მიღებული ფულით აპირებენ თავის გატანას.
ამიტომაც შეიძლება აზერებმა მართლაც დაპრესონ კლუბის "მფლობელები" და ეს ფული ან ნაკლებიც აკმარონ პერსპექტიულ ბიჭში.
jarji21
13:47 29-08-2016
0
საიდან იგონებთ ამ იმპორმაციებს? ტყუილია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული