კიდევ ერთი რევოლუცია - თბილისის "დინამოს" მედია უწამლებს?

AutoSharing Option
ამ შაბათს გამართულ უმაღლესი ლიგის IV ტურში თბილისის "დინამო" ისვენებდა, მაგრამ რომ ეთამაშა, ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ყველა ვარიანტში, ახალი მწვრთნელი დამოძღვრავდა!

ყველა ვიყავით შეგუებული იმას, რომ იურაი იარაბეკისა (დღიდან საქართველოში მისი ჩამოსვლისა, სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო კვალიფიკაცია მუდამ ეჭვქვეშ იდგა) და "დინამოს" გზები გაიყოფოდა და ასეც მოხდა ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის შემდეგ. ასე რომ, "დინამოში" მომხდარი მორიგი სამწვრთნელო გადაადგილება არავის უნდა გაჰკვირვებოდა...

შედეგის გარდა, ჩვენი ჩემპიონის ბოლოდროინდელი თამაშის ხარისხიც აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა, აღარაფერს ვამბობთ სეზონის
დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე გუნდში მოყვანილ ლეგიონერებზე, რომელთა, ფაქტობრივად, აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავი ვერაფრით გამოიჩინა.

ისე, ბოლო წლებში მსგავსი ფაქტები თბილისის "დინამოში" იმდენი იყო, ახლა მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ამაზე ცალკე წერილს მოვამზადებთ...

რომან ფიფია "დინამოს" 2011 წლიდან პატრონობს. მისი უდიდესი დამსახურებაა დიღმის საწვრთნელი ბაზის სრული რეაბილიტაცია და, ფაქტობრივად, ევროპულ მასშტაბებამდე მიყვანა. აღარაფერს ვამბობთ ასევე დიღომში აშენებულ ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამოს" ბავშვთა აკადემიაზე, რომლის ანალოგიც ევროპაში, ალბათ, თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნება...

მაგრამ ამ ხუთწლინახევრის განმავლობაში "დინამომ" ვერაფერს მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე და ვერაფრით შეძლო ჩემპიონთა თუ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა.

სამაგიეროდ, ადგილობრივ ტიტულებს მეტ-ნაკლებად უპრობლემოდ იგებდა. ფიფიას პრეზიდენტობის პერიოდში "დინამო" 3-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და 4-ჯერ მოიგო თასი, მაგრამ, რაკი კიდევ ერთი ევროკამპანია გამოდგა წარუმატებელი, ეჭვი აღარ იყო, რომ "დინამოს" საკადრო რევოლუციის მორიგი ტალღა გადაუვლიდა.

* * *
როცა რომან ფიფია მივიდა "დინამოში", მთავარ მწვრთნელად კახა კაჭარავა დააბრუნა, რომელიც იმ სეზონის (2010/11) შუაგულში გაათავისუფლა წინა ხელმძღვანელობამ.

2011 წლის ზაფხულში "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია დაინიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდს სულ ცოტა დააკლდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.

თუმცა, გარსიას აქაური კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა: 2011 წლის შემოდგომაზე "დინამო" სენსაციურად გავარდა საქართველოს თასიდან (მერვედფინალში "დილასთან" დამარცხდა), მერე ამას ჩემპიონატშიც რამდენიმე წარუმატებელი მატჩი მოჰყვა და მეორე ეტაპი გუნდმა უკვე გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელიც იმავე სეზონის მიწურულს კიდევ ერთმა ქართველმა სპეციალისტმა, რამაზ მუმლაძემ ჩაანაცვლა.

2012 წლის ზაფხულში "დინამოში" ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი (უმცროსი) დაინიშნა, რომლის ხელმძღვანელობითაც ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანმა 9-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, დუშან უჰრინი ერთადერთი მწვრთნელია, ვინც ამ ბოლო ხუთწლინახევრის განმავლობაში "დინამოში" სეზონი სრულად ჩაატარა...

უჰრინმა საქართველო 2013 წლის გვიან შემოდგომაზე დატოვა და მის ნაცვლად მოსულმა მალხაზ ჟვანიამაც იგივე შედეგი გაიმეორა: 2014 წლის მაისში "დინამომ" მორიგი დუბლი შეასრულა!

მაგრამ სეზონის დასრულებისთანავე, ჟვანიას პოსტი ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა მიხალ ბილეკმა ჩაიბარა, თუმცა... ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ "აქტობესთან" წაგებული ორი უსახური მატჩის მერე ბილეკიც გაუშვეს და იმ ზაფხულს ჩამოყვანილი მართლაც გაურკვეველი კვალიფიკაციის ლეგიონერებიც...

2014/15 წლების სეზონის დაწყებამდე ერთი კვირა რჩებოდა, "დინამოს" თავკაცად კახა გოგიჩაიშვილი რომ დაინიშნა, რომელიც მანამდე დუბლშემადგენლობას ხელმძღვანელობდა. თუმცა, სეზონი სრულად არც მას ჩაუმთავრებია - შარშან, მაისში, როცა გუნდს მხოლოდ 2 ოფიციალური მატჩი (ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა და თასის ფინალი) რჩებოდა გასამართი, "დინამოში" ათწლიანი პაუზის შემდეგ გია გეგუჩაძე დაბრუნდა.

მანვე დაიწყო წინა სეზონიც, თუმცა წლეულს, იანვარში ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ხოლო "დინამოში" მისი ადგილი იურაი იარაბეკმა დაიკავა.

ახლა უკვე ასე დგას საკითხი - ვინ შეცვლის იარაბეკს? ოფიციალურად ამის შესახებ ხვალ ან ზეგ (შესაძლოა, დღესაც) გაკეთდება განცხადება. თუმცა, როგორც ამბობენ, თითქმის გადაწყვეტილი ყოფილა, რომ ამ საპასუხისმგებლო პოსტს ახალგაზრდა სპეციალისტი ლევან გვანცელაძე ჩაიბარებს, რომელიც აქამდე წარმატებით მუშაობდა ბავშვთა ფეხბურთში: ჯერ - "ოლიმპში",  შემდეგ - "დინამოს" აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში...

* * *
თუმცა "დინამოში" საკადრო გადაადგილებები ამით არ ამოწურულა. ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ეწევათ ამ ზაფხულს მოსულ ლეგიონერებს (ანტონი სკრიბე, სტეფან ველევი, მატია შპიჩიჩი, მატიას კურიე).

ეგ კი არა, როგორც ამბობენ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ყოფილა, რომ "დინამოს" ახალი გენერალური დირექტორი და ასევე, ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება. თანაც, ამ ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობებზე თურმე ისეთი ხალხი ინიშნება, ვერც საფეხბურთო ერუდიციას დაუწუნებს კაცი და ვერც საფეხბურთო სამყაროში ყოფნის გამოცდილებას.

თანაც, ამას მხოლოდ იმის გამო კი არ ვამბობთ, ორივე შესაძლო დირექტორი... სპორტული მედიის წარმომადგენელი რომ გახლავთ - ცნობილი სპორტული კომენტატორები - ბიძინა ბარათაშვილი (განიხილება გენერალური დირექტორის თანამდებობაზე) და ლევან სალუქვაძე (სპორტულ დირექტორად) რამდენიმე ათეული წელია, ფეხბურთში ტრიალებენ და არც "დინამოა" მათთვის უცხო გარემო: 2002-06 წლებში ბიძინა ბარათაშვილი თბილისის "დინამოში" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახლდათ, ხოლო შემდეგ - თავმჯდომარეც.

ამავე პერიოდში მუშაობდა თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელად ლევან სალუქვაძე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე.

ყველას ახსოვს და აქ აღარ ჩამოვთვლით მათ საქმიანობას სხვადასხვა ტელეკომპანიაში, როგორც ხელმძღვანელ პოსტებზე, ისე საინტერესო საავტორო გადაცემებში.

ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ადრეც მომხდარა მსგავსი ფაქტები, როცა ჩვენი კოლეგები ამა თუ იმ კლუბში ხელმძღვანელებად დანიშნულან და, უნდა ითქვას, რომ წარმატებულადაც უმუშავიათ.

მოკლედ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ყველაფერი ამ დღეებში გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
Es ra amochemebuli gaqvt gulshematkivrebs 4-5 gundi unda ikos magali biujetito kargit ra ukrainashi Sul 2 gundia, bulgaretshi ludogoreci, polonetshi legia, azerbaijanshi karabaxi da gabalaa, xorvatiashi erti dinamo zagrebia, kide ramdeni magaliti chamovtvalo?..... Ubralod gunds scori menejmenti da scori martva unda rame shedegi ro daidos. Chvennair patara qvekanashi 2 gundic ki sakmarisia normaluri patronis xelshi, mitumetes 10 gundian chempionatshi....
Dato-realoba
29 აგვისტო 2016 14:06
0
zestafoni roca iko akvavebis gzaze mashin sichinavam dashala es gundi,roca qvekanahi 4 normalur moedans ver naxav ro itamasho da 16 gundi iko chempionatshi,ase rom saqartvelos fexburti verasdros ver ganvitardeba
dato
29 აგვისტო 2016 13:36
0
ჩვენ ფეხბურთს პედიკიურის მკეთებლები,წარბების ამომქნელები და ეფექტურად დაცემა-კოტრიალის დიდოსტატები სჭირდება!
ფუი
29 აგვისტო 2016 13:27
0
სულაც კაპელო რომ დაუნიშნოთ დინამოს, ვერ უშველიის დღევანდელ სიტუაციაში. აუცილებელია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში დინამოს დონის მინიმუმ 4-5 გუნდი მაინც უნდა იყოს, შეაბამისი ძალიან კარგი ინფრასტრუქტურითა და მაღალი დონის მოთამაშეებით. ამას კი დიდი ფული უნდა, ანუ ნებისმიერ ფასად ინვესტორების მოზიდვა. შეხედეთ თუნდაც "გაბალას" - მხოლოდ 2-3 თუ არის ადგილობრივი მოთამაშე, დანარჩენები ჩილეს, მექსიკის და მსგავსი ეროვნული ნაკრებების ძლიერი ფეხბურთელები არიან.
Temo
29 აგვისტო 2016 13:17
0
სპორტული ჟურნალისტიკა ხო გვაქვს უმაღლეს დონეზე, კარგიით რა ხალხი არ ხართ? ჩამოიყვანე უცხოელი ამუშავე იქნებ აქაურმაც ისწავლოს რამე, თანაც იმ უცხოელს მეტი კავშირი აქ გუნდებში ვიდრე აქაურ სამს
Mishka
29 აგვისტო 2016 13:06
0
არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ერთი ცხადია ბიძინა ბარათაშვილი საკუთარი "ჯიბისთვის" არ იმუშავებს და ეგებ რაიმე გამოვიდეს მაინც. იმის კი მართლა მჯერა რომ ასეთი გაურკვეველი კვალიფიკაციის ლეგიონერები არ გვეყოლება. მთავარია მოთმინებით აღვიჭურვოთ და ერთ წელში ჩემპიონთა ლიგის მოგება არ მოვითხოვოთ. წარმატებებს გისურვებთ!!!
მირიანი
29 აგვისტო 2016 12:50
0
კარგი ამბავია თუ სიმართლეა, ბოლო დროს დინამოში და არამარტო, დეფიციტია იმ ხალხის ვისაც ესმის ფეხბურთი, და იქნებ მათ უშველონ იმ შეცდომებს რომელიც დინამოს საკადრო პოლიტიკაში იყო ბოლო წლებში
ირაკლი
29 აგვისტო 2016 12:41
0
დამისახელეთ ერთი მაგალითი, როცა სპორტულიჟურნალისმა წარმატებით იმუშავა, ამის მაგალითი უამრავიაო რო ამბობ :) დიმა ობოლაძის ლოკომოტივი ყველას გვახსოვს ხოო :)))
იმდენი თქვენი
29 აგვისტო 2016 12:27
0
ქართული ფეხბურთის გადარჩენა "დინამოდან" უნდა დაწყებულიყო და განათლებული და ფეხბურთზე შეყვარებული ხალხის მოსვლამ იმედი ჩაგვისახა.

თქვენ მაინც ნუ "ჩაიკეტებით" და ყურადღება მიაქციეთ ინოვაციებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის გადარჩენაში დაგეხმარებათ!
გუჯა კახაძე
29 აგვისტო 2016 12:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული