ბიძინა ბარათაშვილი: რომან ფიფიასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია

AutoSharing Option
ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა ბიძინა ბარათაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მეშვეობით გაზეთ "ლელოს" ინფორმაცია, რომლის თანახმად, ის უახლოეს დღეებში თბილისის "დინამოს" გენერალური დირექტორის თანამდებობას დაიკავებდა, უარყო.

- კიდევ ერთი რევოლუცია - თბილისის "დინამოს" მედია უწამლებს?

ბარათაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ძვირფასო მეგობრებო, 2 დღეა ინტერნეტსივრცეში და ახლა უკვე პრესაშიც ვრცელდება ინფორმაცია ჩემი თბილისის "დინამოს" გენერალურ დირექტორად სავარაუდო დანიშვნის შესახებ. ბევრმა თქვენგანმა პირადადაც კი მომილოცა ახალი სამსახური.

დიდი მადლობა ყველას, მაგრამ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. მთელი აგვისტო მე ჯერ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გავატარე,
შემდგომ კი არგენტინასა და ურუგვაიში გახლდით კერძო საქმიანი ვიზიტით. თბილისში 26 აგვისტოს დავბრუნდი 72-საათიანი უწყვეტი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ...

ამ ხნის მანძილზე არანაირი კონტაქტი არ მქონია თბილისის "დინამოს" მფლობელ ბატონ რომან ფიფიასთან, რომელთანაც წლებია თბილი, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და არც კლუბის სხვა ოფიციალურ პირებთან მისაუბრია.

ვერ გეტყვით, საიდან გაჩნდა ამგვარი ინფორმაცია, რადგან მე არც ჩემი კოლეგებიდან შემხმიანებია ვინმე დეტალების გასარკვევად!

აქამდე ტელეფონით ვპასუხობდი დაინტერესებულთა კითხვებს, მაგრამ დღეს უკვე "ლელოშიც" დაიბეჭდა ცნობა და გადავწყვიტე საჯარო განცხადების გაკეთება.

ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო და იქნება თბილისის "დინამოს" ცხოვრებაში ჩართულობა, მაგრამ სადღეისოდ მე უკვე მეშვიდე წელია "სილკ TV"-ს მე-7 არხის გენერალურ პროდიუსერად ვმუშაობ და პარალელურად, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებ.

ასე რომ, ამ ეტაპზე ახალ სამსახურს არც ვეძებ და არც ამ საკითხზე რაიმე მოლაპარაკებაში არ ვარ ჩაბმული!", - წერს ბარათაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ახალი სერიალების ჩამოსატანად იყო წასული, .../ ეს თუ უშველის დინამოს, სხვა ვინ? მაგარი უაზრო პოლიტიკა ქონია ამ ჩვენ ფიფოს... ან ძაან ბრიყვია ან მაგრად ხლაფორთობს რაღაცას
Vaso
14:12 29-08-2016
0
ეს ბარათაშვილი ასე თვს რომ გვამადლის რა მოხელე - ჩიქვანია, ფიფია ხომ არის ახლა შენდა ფიფია ერთად მაგარი კომბინაცია იქნებით, დინამოსათვის ციანისტი კალიო რომ იტყვიან ეგ ხართ შენ და ის. .
ოკლაჰომა
16:15 29-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული