მერაბ ჟორდანია ბიზნესჯუფთან ერთად ლანჩხუთის "გურიაში" ინვესტირებას გეგმავს

AutoSharing Option
"ლელოს" ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ლანჩხუთის "გურიის" ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს. ის ბიზნესჯგუფის წარმომადგენელთან ერთად მშობლიურ კლუბში ინვესტირებას გეგმავს.

დადასტურებულია, რომ 29 აგვისტოს ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. ჯერჯერობით, მხარეები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მცირეოდენი დეტალებია დასაზუსტებელ-შესათანხმებელი და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჟორდანია "გურიაში" დაბრუნდება, ამჯერად - მაღალჩინოსნის რანგში.

შეგახსენებთ, რომ ის 80-იანი წლების ტრიუმფალური "გურიის" ცნობილი წევრია. შემდგომში, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას, აქტიურად ეხმარებოდა მშობლიურ კლუბს, მათ შორის -
ფინანსურადაც.

სფფ-ის პრეზიდენტობისას ის "გურიის" ლობისტად მიიჩნეოდა. თავადაც აცხადებდა - მართალია, ფედერაციის პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომელიმე კლუბი გამოარჩიოს, თუმცა "გურია" ჩემთვის განსაკუთრებულიაო...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ძნელი დასაჯერებელია. ვფიქრობ, საბიუჯეტო სახსრების დატაცება გაგრძელდება,უბრალოდ ახლებურადაა შეფუთული.
ვახტანგ ზენაიშვილი
31 აგვისტო 2016 17:47
0
ყველაფერი დასრულდა როგორც ვიცი და ხელიც მოეწერა საბუთებს.წარმატებები მერაბს და მის გუნდს.მე ლანჩხუთელი ვარ და მივესალმები წარმატებული ლანჩხუთელის კლუბში მოსვლას.
gio
31 აგვისტო 2016 00:58
0
გალიანი, ბერლუსკონი, მორატი, დე ლაურენტისი, ფერერო, დზამპარინი.... იტალია სავსეა მაგეებიტ, საქმე გააკეტონ სჰენ მისი პირადული არ გკიდია? ვინმეს კლავენ?
Nikoloz
30 აგვისტო 2016 15:39
0
მოკლედ ეს მაფიოზები ბუზებივით ესევიან ფეხბურთს. ჯერ ზუგდიდი, მერე ქუთაისი ახლა გურია.
sos
30 აგვისტო 2016 14:41
0
თქვენი იმედი გვაქვს ბატონო მერაბ ღმერთმა Dაგლოცოს და გაგაძლიეროს
Mia
30 აგვისტო 2016 14:13
0
ვაა იქნებ ყინული დაიძრაას...
iqneb daa
30 აგვისტო 2016 13:21
0
ჟორდანიას სახელმწიფოსგან იმის ნახევარი მხარდაჭერა რომ ქონოდა, რაც ქონდათ და აქვთ მის შემდგომ მოსულებს, დღეს ბევრად უკეთესად იქნებოდა ჩვენი ფეხბურთის საქმე
andro
30 აგვისტო 2016 13:04
0
აუ ჟორდანია ...... რა)))))))))
svani
30 აგვისტო 2016 12:51
0
იმედია ბოლომდე წარმატებით მივა საქმე,აბა შენ იცი მერაბ
gh
30 აგვისტო 2016 11:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული