[ექსკლუზივი] ლანჩხუთის "გურია" 49-წლიანი ვადით მერაბ ჟორდანიას გადაეცა

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის "დინამოსა" და არნემის "ვიტესის" ყოფილ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას გადაეცა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "გურია" მერაბ ჟორდანიას 49-წლიანი ვადით გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ლელოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 29 აგვისტოს ჟორდანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. დასაზუსტებელ-შესათანხმებელი მცირეოდენი დეტალებიღა იყო და როგორც ჩანს, ისიც დაზუსტდა.
მკითხველის კომენტარები / 28 /
++--++--
31 აგვისტო 2016 15:50
ანუ მოხდა გუნდის პრივატიზაცია, თუ სწორად გავიგე, რაც "ფეხბურთის კაპიტალისტური წყობის" გამო მისასალმებელია.


ვერაფერი ვერ გაიგე სწორად, იმიტომ რომ განსთლება-ცოდნის დეფიციტი გაქვს უმდიდრესი :) - 49 წლით გადაეცა და არა მისი საკუთრება გახდა. ისწავლე პრიმიტიული ტერმინოლოგია მაინც...
Jango
17:28 02-09-2016
0
რა ამბავია ამდენი ხუ? შე "კაი" კაცო, ასე რამ წაგიხდინა ხასიათი? დაელოდე ცოტა და მანამდე გაფრთხილდი - დახურე პირი, ბურთი არ გადაგცდეს!
"ხახახახაა..."-ს !
18:31 31-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული