ნიკა გელაშვილი ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას ჩემპიონატის ბოლომდე დაიცავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ნიკა გელაშვილი "სამტრედიაში" ვარჯიშობდა და ბაქოს "ინტერთან" გამართული საკონტროლო შეხვედრისას სათადარიგოთა სკამზეც იჯდა. ის ბუდუ ზივზივაძის შემცვლელად მოიაზრებოდა...

მანამდე გელაშვილი იანვარში თბილისის "დინამოში" მივიდა და გუნდი ზაგრების "დინამოსთან" წაგებული თბილისური მატჩის შემდეგ დატოვა. მას მთავარ მწვრთნელ იურაი იარაბეკთან კონფლიქტი მოუვიდა და კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაუქმდა.

სამტრედიელთა გარდა, გელაშვილს "ტორპედოც" იწვევდა. გუშინ კი "ლელომ" გაარკვია, რომ 31 წლის თავდამსხმელი სწორედ ქუთაისურ კლუბში ითამაშებს. მან კონტრაქტი ნახევარი წლით, ანუ გარდამავალი ჩემპიონატის ბოლომდე გააფორმა.

"დიახ, გელაშვილი
ჩვენთან მოვიდა. ყველა საკითხზე შევთანხმდით და წესით, მისი საკითხი ოთხშაბათს საბოლოოდ უნდა გადაწყდეს", - გვითხრა "ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაზა ჩაჩავამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
საქართველოს ჩემპიონატიდან მარტო კიტეიშვილი მომწონს პატარებიდან,
Guja
20:41 31-08-2016
0
არვიცავ, უბრალოდ ნაკრებთან რაშუაშია ჩემპიონატი? ჩემპიონატდი ბევრს აქვს გოლები გატანილი და ნაკრბში ვერაფერს შვებიან. ისე მე კალათბურთის ბალეშიკი ვარ ))
Guja
20:20 31-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული