ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მალხაზ ჟვანია შეცვლის?

AutoSharing Option
ეროვნულ ჩემპიონატში 4 ტურია ჩატარებული და ქუთაისის "ტორპედო" 7-გუნდიან "თეთრ ჯგუფში", ჯერჯერობით, მე-6 ადგილზეა. ეს კი არა, კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებს 3 მატჩში (ერთი ტური დაისვენა) ჯერ გოლიც არ გაუტანიათ.

გავრცელდა ხმები, რომ ჟორჟიკაშვილი გაათავისუფლეს და უკვე შემცვლელიც მოუძებნეს. ამ მომენტისთვის, ქუთაისური კლუბი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა კულუარულად შევიტყვეთ, რომ ჟორჟიკაშვილს, დიდი ალბათობით, მალხაზ ჟვანია შეცვლის.

მარტვილის "მერანისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხინვალის "ლიახვში" მუშაობდა, ახლახან კი თელავის "კახეთის" გაწვრთნა შესთავაზეს, მაგრამ ცხადია, უმაღლესი ლიგაში,
თანაც ასეთ ამბიციურ კლუბში მუშაობამ უფრო დააინტერესა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები ჯვნკა
jojo
07:01 02-09-2016
0
ტორპედოში დროზე უნდა დალაგდეს სიტუაცია,ტორპედო არის ქართული ფეხბურთის ფლანგამნი,ვფიქრობ შემადგენლობაც გაძლიერების სურვილს ტოვებს, ჟვანია კი ნიჭიერი მწვრთნელია.საერთოდ ჩვენ ჩემპიონატში გუნდები თე არ გაძლიერდენ როგორ ფინანსურად ისე შემადგენლობების მხრივ ევრო ტურნირებზე ყოველ წელიწადს ერთი და იგივე კრახი განმეორდება.
bebeto
16:48 01-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული