"დინამოს" სპორტული დირექტორი: საკმაოდ ძლიერ კლუბებთან მაქვს კონტაქტები

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი ლევან გაბრიჩიძე დღეს, 1-ელ სექტემბერს, "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტებს ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გაბრიჩიძე "დინამოს" ახალ სპორტულ დირექტორად დღეს გუნდის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ წარადგინა.

ფიფიამ გაბრიჩიძეს გუნდის გაახალგაზრდავება დაუსახა მიზნად.

- რომან ფიფია: დავიღალე გუნდის დაშლით

"პირველ რიგში, დიდი მადლობა მსურს განვუცხადო რომან ფიფიას ნდობისთვის. ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, "დინამოსთან" დაკავშირებით კარგა ხნის განმავლობაში გავდიოდით კონსულტაციებს. წინადადება დაახლოებით 1 კვირის წინ მივიღე.

2010 წლიდან ვარ საფეხბურთო სამყაროში. სპორტული სააგენტოს დამფუძნებელი ვარ, რომელიც სკაუტინგს ემსახურება - საკმაოდ
ბევრი კონტაქტი მაქვს ძლიერ კლუბებთან და ორგანიზაციებთან. იტალიის, ჰოლანდიის, ბელგიის ჩემპიონატების გუნდებთან...

გუნდში ჩატარდება რეფორმები, ძირითადი აქცენტი კი აკადემიაზე გაკეთდება. "დინამოს" ძირითადი პრობლემა არასწორი სელექციაა. ასე რომ, უნდა დაინერგოს გადაწყვეტილების მიმღებთა ჯგუფი, რომელიც კარგ ანალიზს გააკეთებს და ლეგიონერების საჭიროების შემთხვევაში, სწორად იმუშავებს.

შეგნებულად არ მსურს ვადებზე საუბარი, რადგან ჩემთვის დღეს პირველი დღეა", - განაცხადა გაბრიჩიძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
პირდაპირ ვიტყვი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ეს ძირშივე ჩავარდნილი პროექტია ჩვენ ჩვენი ძალებით და ჩვენი რესურსით ვერ შევქმნით ნორმალუღ პროდუქტს საქართველოს ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ეს ბავშვებიც ამ უმდაბლესი დონის ჩემპიონატში გაიზრდებიან შედეგი უკვე ცნობილია ჩამოვთვლი კიდეც არ მეზარება პაპუნაშვილი ,პარუნაშვილი და ძმანნი მისნი იმედის მომცემი მაგრამ ვერ შემდგარი ფეხბურთელები აი ეს ელის ყველა იმ პერსპექტიულ 19 წლამდელებში მოთამაშეს თუ ლეგიონერებით არ გაძლიერდით კონკურენცია წარმოშობს მისწრაფებას და ეს მისწრაფება წარმოშობს ხარისხს რათქმაუნდა კურიებზე და რაღაც ეგეთ საოცრებებზე არ მაქვს საუბარი
Mamuka
15:25 01-09-2016
0
საქართველოს ჩემპიონატში არიან ფეხბურთელები რომლებიც შეძლებენ გუნდის გაძლიერებას და იმედია გადაიბირებთ. მაგალითად ზივზივაძე, საბა ლობჟანიძეც ჯობია დაიბრუნოთ
ნიკა
15:26 01-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული