როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ, 10 სექტემბერს, სტუმრად ლანჩხუთის "გურიასთან" განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კობა ჟორჟიკაშვილი გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, რომ ჟორჟიკაშვილი "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად ამ წლის ივნისში დაინიშნა, უმაღლესი ლიგის პირველ ოთხ ტურში კი მისმა გუნდმა ვერცერთი გამარჯვება ვერ იზეიმა და ორი ქულით "თეთრ ჯგუფში" ბოლო, მე-7 ადგილზეა.
ჩიხურა და სამტრედია კი საჩემპიონო ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.