უმაღლესი ლიგა. V ტური: ნიკოლოზ გელაშვილი კარში

AutoSharing Option
11 სექტემბერს უმაღლესი ლიგის მე-5 ტურის დარჩენილი 3 მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამოსა" და ქობულეთის "შუქურას" შორის მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ თეთრ ჯგუფს 10 ქულით საჩხერის "ჩიხურა" ლიდერობს.

"სამტრედიამ" შინ ანგარიშით 2:0 სძლია ფოთის "კოლხეთს".

"საბურთალომ" კი გორის "დილა" მიიღო და 2:1 მოუგო. ამ მატჩი გაორჩეული ეპიზოდი 76-ე წუთზე მოხდა, როცა სტუმართა მეკარეს თამაშის წესების დარღვევის გამო არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა, ხოლო რადგან "დილას" უკვე ჰქონდა სამივე შეცვლა განხორციელებული კარში "დილაში" ახლად გადასული ნიკოლოზ გელაშვილი ჩადგა.

უმაღლესი ლიგა.
V ტური

თეთრი ჯგუფი
11.09.16. თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-შუქურა 1:1
გოლები: 1:0 ალექსანდრე ამისულაშვილი (10), 1:1ალექსანდრე გურული (24)

წითელი ჯგუფი
11.09.16. სამტრედია
სამტრედია-კოლხეთი 2:0
გოლები: 1:0 ბუდუ ზივზივაძე (24), 2:0 გიორგი დათუნაიშვილი (64)

11.09.16. თბილისი
საბურთალო-დილა 2:1
გოლები: 0:1 ალექსანდრე გამცემლიძე (21), 1:1 ფრანცისკო გარსია პენა (73), 2:1 გაგი მარგველაშვილი (88)
გაძევება: გიორგი ბეგაშვილი (დილა 76)
მკითხველის კომენტარები / 7 /
მეკარე არ იყო გასაძევებელი? ვინც ამას წერთ, ფეხბურთის გონზე არ ხართ - წესებში გაერკვიეთ!
gasaZevebeli ar iyo?!
14:50 12-09-2016
0
ბატონო ტარიელ კმაყოფილი ხარ ალბათ ამ მოგებით.წადით კახეთს დაუბრუნეთ ფეხბურთი იქ წაგება მირჩევნია ვიდრე საბურთალოს ნაირ გუნდებთან ვაგებდე ნათესავებიც რო აღარ გიყურებენ ეგეთ გუნდს რაუთხარი მე და ყველა იმ ქალაქმა ვისაც ფეხბურთი უყვარს და გული შესტკივა თავის გუნდზე,ან ცხინვალს რა უნდა საერთოდ უმაღლეში წადით ოზურგეთს მოახმარეთ ეგ ფული ან ყვარელს ან ჭიათურას ზიის მარტო სანაკოევი და შესცქერის მარტო თავის დამქაშებთან ერთად არაფრის მთქმელ და უქომაგო გუნდს,იმედია არდაბლოკავთ
დილა გორი
07:49 12-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული