10:45 12-09-2016
გურია-ტორპედო 2:1 - გურულ-იმერული ტრიბუნა(ლი) [VIDEO]
AutoSharing Option
არადა, იმდენად ბევრი იყო წუნი და დაბალი შეტევითი პოტენციალი, თითქოს შეესაბამებოდა კიდეც იმ მდგომარეობას, რაც გუნდებს სატურნირო ცხრილში უჭირავთ (მატჩამდე ჯგუფში ბოლო ადგილებს იყოფდნენ). განსაკუთრებით, ეს სტუმრებზე ითქმის, რომელთაც მთელ შეხვედრაში შექმნილი ერთადერთი ღირებული ხიფათი გოლად აქციეს და ისიც - მსაჯის "დახმარებით".
ეს 56-ე წუთზე მოხდა, როცა ანგარიშში წინწასული "გურიის" მცველებმა ბურთი მოიგერიეს, რომელსაც არბიტრი ჯენერი ხორავა ვერ გადაახტა და ქუთათურებს, ფაქტობრივად, საგოლე შეტევა დააწყებინა - შეცვლაზე შესულმა ოთარ კვერნაძემ ახლო მანძილიდან გაათანაბრა.
თითქოს მსაჯის "დანაშაული" არ ეყოფოდათ გურულ ქომაგებს აღსაშფოთებლად, რომ გოლის ავტორმა მათთან მიირბინა - ჟესტი, რომელიც ქომაგებმა შეურაცხყოფად ჩათვალეს, მსაჯებს საერთოდ არ შეუმჩნევიათ. უბრალოდ, იმ ეპიზოდს "გურიის" მეკარესთან კვერნაძის წაკინკლავება მოჰყვა და ორივემ ყვითელი ბარათიც ამიტომ მიიღო.
ეს ეპიზოდი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტიც გამოდგა - ლანჩხუთელი ქომაგების აღშფოთებამ და აქტიურობამ "გურიას" "მეორე სუნთქვა" გაუხსნა, რისი დასასრულიც მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, გია ჩადუნელის საგოლე გადამწყვეტი თავური იყო.
პირველ ტაიმში კი ანგარიში ევგენი მოროზენკომ მას შემდეგ გახსნა, რაც მასპინძელთა მრავალსვლიანი შეტევის განეიტრალება ქუთათურმა მცველებმა ორჯერ ვერ მოახერხეს. პირველ ტაიმშიც და მეორეშიც "გურიას" გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ ბოლო მომენტში შემტევები სცოდავდნენ. ერთი-ორჯერ გურულებიც გადაურჩნენ ხიფათს.
აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის დაწყება ათიოდ წუთით დაგვიანდა, რისი მიზეზიც უკვე ქუთათური ფანების ზონაში მომხდარი დაძაბულობა იყო - სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ქომაგებსა და "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთ თანაშემწეს (რომელიც შესვენებაზე რატომღაც მოედნის უკიდურეს კუთხეში აღმოჩნდა) შორის, რის გამოც ეს უკანასკნელი მოედნიდან გააძევეს, ისევე, როგორც საფინალო სასტვენის შემდეგ სტუმართა შემტევი ვახტანგ კვარაცხელია, რომელმაც, რატომღაც, მსაჯებზე გაიწია.
P.S. ლანჩხუთელი ქომაგი მატჩის ბოლომდე მიიჩნევდა, რომ ზემოთ ნახსენები ჟესტი მათ მიმართ შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ ქუთათური მოთამაშეების ჯენტლმენურმა და თბილმა მოქცევამ კონფლიქტი გაანეიტრალა, რასაც ვერ ვიტყვით უკვე სტუმარი ფანების დავაზე მათ მწვრთნელთან - შეხვედრის ადგილად "ტორპედოს" ბაზა დასახელდა, სადაც, შესაძლოა, სულ სხვა საკითხებზეც ყოფილიყო მსჯელობა...
11 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, "ტორპედოს" მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა...
საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. "თეთრი ჯგუფი". V ტური
10.09. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 მოროზენკო (27), 1:1 კვერნაძე (56), 2:1 ჩადუნელი (67)
გურია: იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, ჭეიშვილი (90. გელაშვილი), მეგრელიშვილი, მოროზენკო, ჭეჭელაშვილი, კირკიტაძე, ჭედია (80. ფილიპე), მურაშოვი, დინიზი (86. იმნაძე).
სათადარიგოები: ხვედელიძე, დიასამიძე, ეუჟენიო, თევზაძე
მწვრთნელი: ოლეგ ლეშჩინსკი
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, კოლინი, ნერგაძე, გურული, ბრეგვაძე (76. წილოსანი), ფალავანდიშვილი, ბაბუნაშვილი, ენდელაძე (46. კვერნაძე), დოლიძე, კაპანაძე (71. კვარაცხელია).
სათადარიგოები: ქვილითაია, ჭიჭინაძე, საღრიშვილი, მამასახლისი
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
გაფრთხილება: იმერლიშვილი (57), კვერნაძე (57), ჭეიშვილი (61), ბაბუნაშვილი (67), კვარაცხელია (90+2)
გაძევება: კუტივაძე ("ტორპედოს" მწვრთნელის თანაშემწე, შესვენებაზე), კვარაცხელია (მატჩის დასრულების შემდეგ)
არბიტრი: ჯ. ხორავა.
მომდევნო ტური. 17 სექტემბერი
"წითელი ჯგუფი"
დილა-სამტრედია
დინამო (ბთ)-სიონი
ზუგდიდი-საბურთალო
"თეთრი ჯგუფი"
ჩიხურა-გურია
ლოკომოტივი-დინამო (თბ)
ტორპედო-ცხინვალი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Uzrdeli yofila 45ნომერი aseti vai fexburtelebma gadakida gundebi ertmanets mocilet qutaislebo es unamuso biji tore daggupavt sircxvilia rom torpedos maisuri acvia
0
0
ეს კვერნაძე საერთოდ მოსაკვეთია ფეხბურთიდან და სპორტიდან, ეს არის როგორც გუშინწინ იუთუბზე დაწერეს მატჩის დროს "შფოთიანი, ტუტუცი აყლაყუდა" რომელსაც სირბილი და დროდადრო ხალხის პროვოცირება ეხერხება. ნერვები ცუდ დღეში თუ აქვს ბარბოვალი ან ვალერიანის წვეთები დალიოს.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული