ჩვენი ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა არჩევანს დღეს ორი მწვრთნელიდან ერთზე გააკეთებს - ქუთაისელებს ან კახა ჩხეტიანი გაწვრთნის, ან გია გიგატაძე, რომელსაც "ტორპედოში" მთავარ მწვრთნელად 2010-13 წლებში უმუშავია და ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდი 2011 წელს საქართველოს თასის ფინალში გავიდა და "გაგრასთან" დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის მე-4 ტურის შემდეგ "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კობა ჟორჟიკაშვილი დაითხოვა.