თბილისის "დინამო" 2-3 დღეში აკაკი ხუბუტიას დაიმატებს

AutoSharing Option
30 წლის ქართველი მცველი აკაკი ხუბუტია კარიერას, სავარაუდოდ, თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.

როგორც "დინამოს" პრესსამსახურისგან შევიტყვეთ, ხუბუტიასთან მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, კლუბი ფეხბურთელს უახლოეს 2-3 დღეში გაიფორმებს.

ხუბუტიას თავის დროზე ბელორუსული "ზვეზდას", ლიტვური "კედაინიაის", "ვილნიუსის", "კაუნასის" შემადგენლობაში უთამაშია. 2009 წელს ფეხბურთელი რუმინულ "გაზ მეთანში" გადაბარგდა, საიდანაც 2011 წელს იჯარის წესით თურქულ "სამსუნსპორში" გადავიდა. ამის შემდეგ იყო რუსული "მორდოვია", ებრაული "ტიკვა", ბერძნული "კერკირა" და ბოლოს, სლოვაკური "ზემპლინი". საქართველოს ნაკრების მაისური კი ხუბუტიამ 20-ჯერ მოირგო.


მკითხველის კომენტარები / 7 /
გოლის გამტანი თავდამსხმელი არ უნდათ????
rezi
14:51 12-09-2016
0
დინამო ჩამოწერილი ფეხბურთთელების თავშესაფარი გახდა.
afera
21:43 12-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული