[ექსკლუზივი] ერთ-ერთ ქართულ კლუბში სერიოზული ჩინური ინვესტიცია იგეგმება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მაღალ ეშელონებში მომხდარი გადაადგილებების შემდეგ მიხეილ ხუციშვილი ტიტულოვანი კლუბის დირექტორი აღარ არის.

რა თქმა უნდა, საინტერესოა, რა და როგორ მოხდა "დინამოში". როგორც ხუციშვილმა გვითხრა, ამის თაობაზე უახლოეს მომავალში ილაპარაკებს. მანვე ძალიან საინტერესო სიახლე გაგვიმხილა...

- საფეხბურთო საზოგადოებამ უკვე იცის, რომ თბილისის "დინამო" დატოვეთ. საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები კლუბში? ბევრი კითხვაა ლეგიონერებთან დაკავშირებით...
- უახლოეს მომავალში ჟურნალისტებს შევხვდები და ყველა საინტერესო კითხვას გავცემ პასუხს, მათ შორის იმასაც, თუ რა გავაკეთეთ "დინამოში", რა ვერ გავაკეთეთ და რატომ ვერ გავაკეთეთ...

- ფეხბურთში
დარჩენას აპირებთ?

- რაღა დაგიმალოთ და, მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამო" დავტოვე, არაერთი საინტერესო შემოთავაზება მივიღე. მათ შორის, ბიზნესწრეებისგანაც. ამის მიუხედავად, ჩემს თავს მხოლოდ ფეხბურთში ვხედავ. მინდა, ქართულ ფეხბურთს ვემსახურო.

- ...და საინტერესოა, რომელ ფრონტზე?
- ამ ინფორმაციას ექსკლუზიურად გაძლევთ. ჩემს მეგობართან, თბილისის "დინამოს" ყოფილ ტექნიკურ დირექტორ ლევან ზუხბაიასთან ერთად შევხვდი ჩინელ ინვესტორებს. საუბარია ძალიან სერიოზულ ინვესტიციებზე.

ამ ეტაპზე ჩინელები ქართულ ბაზარს სწავლობენ და გამორიცხული არ არის, ერთ-ერთი ჩვენი კლუბი შეიძინონ. ძალიან სერიოზული ბიზნესმენები არიან. ისინი დაესწრებიან საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს, რათა ახლოს გაიცნონ ქართული ფეხბურთი...

მოკლედ, მოვა დრო და ამის თაობაზე უფრო მეტს გეტყვით... სხვათა შორის, ისინი ევროპაში უკვე ფლობენ ერთ კლუბს.

- ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებზე გკითხავთ...
- წაგების მიუხედავად, მაინც დადებითად შევაფასებ ავსტრიასთან თამაშს. ოთხი-ხუთი საგოლე მომენტის შექმნა ავსტრიის დონის გუნდთან არ არის იოლი საქმე. ნაკრებს აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი და ამ გუნდში პოტენციალი ჩანს.

ზესტაფონში ვიყავი და უშუალოდ ვნახე ახალგაზრდული ნაკრების თამაში. მათ ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდათ. ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები შემადგენლობით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ორი ისეთი ფეხბურთელი ჰყავდათ ზაგრების "დინამოდან", რომლებმაც გოლი გაგვიტანეს ევროტურნირებზე. ვფიქრობ, ახალგაზრდული ნაკრები გაგვახარებს მომავალ ციკლში. ერთადერთი, რაც გამოჩნდა, შედარებით გვიჭირს ფიზიკურ მომზადებაში.

მართებულად მიმაჩნია, რომ გია გეგუჩაძე ასაკობრივ ნაკრებებს კურირებს. მე ასე ვიტყოდი - ქართული ფეხბურთის მომავალი საიმედო ხელშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ლუკა ბატონო ამ ეტაპზე საქართველო თავისი საფეხბურთო მეურნეობის მდგომარეობით ჩამოუვარდება სომხეთის გარდა ყველა ახლო მეზობელს ბატონ კობიაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა და ბრძანოს,რომ იმ პირობებით რასაც ხელისუფლება სთავაზობს ფეხბურთის ფედერაცია პროფესიონალურ საფეხბურთო ჩემპიონატს ვერ ჩაატარებს.ვინაიდან ჩვენი კლუბები დინამოს გამოკლებით საშუალო ევროპული ნახევრად პროფესიული კლუბების პირობებსაც ვერ აკმაყოფილებენ.
Vep1963
14 სექტემბერი 2016 14:12
0
მოკლედ სახელმწიფომ უნდა შეუქმნას
Vep1963
14 სექტემბერი 2016 11:49
0
Vep1963
გეთანხმები. ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ თავი ვერ მოაბეს ქაღალდზე რომ დაწერონ შავით თეთრზე და დააკანონონ. ინვესტორებს უნდათ გუნდების შესყიდვა, მაგრამ ისეთი ბარდაკია რომ ინვესტორებს სურვილი ეკარგებათ შემოსვლის. იმის მაგივრად რომ გაადვილონ გუნდის კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცედურები, ერთი ფანჯრის პრინციპი გააკეთონ, ბიუროკრატიული ბარიერების ოლიმპიადას უტარებენ ინვესტორებს. ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო რომ პარტნიორობდეს ერთ საინვესტიციო ბიუროს გააკეთებდნენ, რომელიც სპორტში ინვესტიციების მოზიდვას გააადვილებდა, ინვესტორებს გაუადვილებდა ბიუროკრატიის ლაბირინთებში მოძრაობას, ინფორმაციის მოპოვებას, სპორტული ობიექტების შესწავლას, შეძენას, პროფილის შენარჩუნებას, ინვესტიციებს და ა.შ.
ლუკა
14 სექტემბერი 2016 11:13
0
ცუხიშვილის გაკეთებული საქმე არ გაიშვა! ზესტა ხო მიიყვანა დანგრევამდე, დინამოს რაც დამართა ვხედავთ და ახლა კიდე ვის მიუკაკუნებს ვაი მისი ბრალი
ვალერი
14 სექტემბერი 2016 10:41
0
ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფოს მხრიდან სპორტის სამინისტრო უნდა შეთანხმდნენ სამოყვარულო და პროფესიული ფეხბურთის საკანონმდებლო რეგულაციაში,ანუ იმაში თუ რა სახის დახმარება შეუძლია გაუწიოს სახელმწიფომ ჯერ სამოყვარულო ფეხბურთს ხოლო შემდეგ კი პროფესიული.აი აქედან გამომდინარე კი ცხადად გამოჩნდება თუ რა სახის ფეხბურთი შეიძლება გვქონდეს.
Vep1963
14 სექტემბერი 2016 04:08
0
ქარტული ფეხბურტის სირცხვილი ეს და ოქრიასვილი,,,ეს მუდამ ცდება ფეხბურტსი,,ოქრიასვილი კი ცოლტან ერტად წინ და უკან დადის
gaga
13 სექტემბერი 2016 23:25
0
მე ვარ ის სერიოზული ინვესტორი და როგორ ფიქრობთ გულშემატკივრებო ხოციშვილს და ზუხბაიას ვანდობ ჩემს ფულს?!
jeko chan
13 სექტემბერი 2016 20:03
0
გეყოფათ მიამიტური ოცნებები.უცხოური კაპიტალი ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთში არ შემოვა ,იმიტომ რომ ჯერ ერთი არავითარი ინფრასტრუქტურა და არავითარი გარანტიები არ არსებობს არც სახელმწიფოსა და არც ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან აქედან გამომდინარე კი ქართული ფეხბურთის რეიტინგი ნულის ტოლია.ამ ეტაპზე ერთი რამე რაც უნდა გაკეთდეს ისაა ,რომ სახელმწიფოს დახმარებით ფადერაციამ საღი საფუძვლები ჩაუყაროს ფეხბურთს.რაც გამოიხატება ნორმალური საფეხბურთო იმფრასტრუქტურების შექ
vep1963
13 სექტემბერი 2016 19:40
0
ხალხო აღარ მოგწყინდათ ამდენი დაბოლება?მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამთ და მასზე პასუხის გაცემის შემთხვევაში ყველაფერი ნათელი იქნება.თქვენ თავად რომ დიდი ფული გქონდეთ ,ჩადებდით ქართულ ფეხბურთში?
vep1963
13 სექტემბერი 2016 19:20
0
მიშა შენ მხოლოდ ქართულ ფეხბურთში უნდა იყო,ამაზე მეტად ხო ვეღარ დააქცევს ქართულ ფეხბურთს. ისე იმედია ცოტა მოგვიანებით დაბრუნდები ქართულ ფეხბურთში, აცადე ცოტა ამოიქაჩოს. ))))
genios
13 სექტემბერი 2016 19:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული